სოფიო კილასონია

სოფიო კილასონიამ კულტურის კვლევების დოქტორის  ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წელს მიიღო. ხელოვნებათმცოდნეობის  ბაკლავრისა და მაგისტრის ხარისხი – 2001-2006 წლებში,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უმაღლსი განათლება აქვს ქორეგრაფიისა და საშემსრულებლო ხელოვნების  მიმართულებით.

კვლევითი ინტერესები: მოდერნიზმისსა და პოსტმოდრნიზმის   ხელოვნების განვითარება. სადოქტორო კვლევა – „სოცრეალიზმის იკონოგრაფია XX საუკუნის 30-50 წლების ქართული ფერწერის მაგალითზე“ მოიცავს როგორც საბჭოთა, ისე ფართოდ – ტოტალიტარული ხელოვნების პრაქტიკების კვლევას. ასევე  ხელოვნების, კულტურისა და პოლიტიკის კვეთის წერტილების ანალიზს.

სოფიო კილასონია მუშაობს როგორც ხელოვნების კურატორი. პროექტებს შორის გამორჩეულია მის მიერ დაფუძნებული   პერფორმატიული ხელოვნების ფესტივალი – „თბილისის ახალი დრამის ფესტივალი“.

წარსულში, 2004-2015 წლებში, აქტიურადა მუშაობდა  როგორც კულტურის სფეროს მიმომხილველი ჟურნალისტი. ხოლო 2006-2013 წლებში იყო გაზეთის „24 საათის“ ერთ-ერთი რედაქტორი.

სოფიო კილასონია თანადამფუძნებელია  კულტურის სფეროს ყველაზე დიდი გაერთიანებისა და მოძრაობის – „კულტურა დემოკრატიისთვის“.

სასწავლო კურსები

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება