დიადი წიგნები (მოდული მესამე – ახალი დრო)
დიადი წიგნები (მოდული მეოთხე – თანამედროვეობის საფუძვლები)
დიადი წიგნები (მოდული მეორე – შუა საუკუნეები)
ოპერის ისტორია
კონფლიქტების მართვა და მედიაცია მოზარდებში
ჩვენი ლექტორები და პროფესორები
გიორგი ჯავახიშვილი
ვრცლად
ქეთევან კუპატაძე
ვრცლად
ზურა ჯავახიშვილი
ვრცლად
ნინო ცინცაძე
ვრცლად
თინათინ ჭინჭარაული
ვრცლად
მიშიკო დუმბაძე
ვრცლად
ბავშვები
(9-13)
მოზარდები
(14-17)
ზრდასრულები
(18+)
პროექტის შესახებ
თანამედროვე სამყარო მოითხოვს არა უბრალოდ ინფორმაციას, არამედ ნამდვილ ცოდნას, ნამდვილი ცოდნა კი გაგებისა და გაგებულის გამოყენების უნარია. ილიას სკოლა ილიას უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც სწორედ ამ უნარებს ავითარებს.
ჩვენი კურსები მოიცავს ცოდნის ყველაზე მრავალფეროვან სფეროებს – ახალი ტექნოლოგიებიდან ფსიქოლოგიამდე, კინოდან და ლიტერატურიდან ფიზიკამდე – და ეს ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. თითოეულ კურსს ქვეყნისა თუ რეგიონის …
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ილიას სკოლა?
ილიას სკოლა ილიას უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო პროექტია. ჩვენი კურსები მოიცავს ყველაზე მრავალფეროვან სფეროებს – ახალი ტექნოლოგიებიდან ფსიქოლოგიამდე, კინოდან და ლიტერატურიდან ფიზიკამდე. თითოეულს ქვეყნისა და რეგიონის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები უძღვებიან.
სკოლა ღიაა ყველასთვის – ბავშვებიდან ზრდასრულებამდე. აქ სწავლა შემოქმედებითია, ხოლო ლექტორსა და მსმენელს შორის ურთიერთობა – დიალოგური.
ვინ ასწავლის ილიას სკოლაში?
ილიას სკოლაში არსებულ თითოეულ კურსს უძღვებიან ქვეყნისა თუ რეგიონის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები. ლექტორების შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ.
ვის შეუძლია გახდეს ილიას სკოლის მსმენელი?
ილიას სკოლა ღიაა ყველა მსმენელისთვის. ილიას სკოლაში კურსები წარმოდგენილია სამი ასაკობრივი ჯგუფისთვის – ბავშვებისთვის 9-დან 13 წლამდე, მოზარდებისთვის 14-დან 17 წლამდე და ზრდასრულებისთვის.
როგორ დავრეგისტრირდეთ ილიას სკოლის კურსებზე?
კურსზე დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა.
როგორ ხდება კურსის საფასურის გადახდა?
გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით, სახაზინო/საბიუჯეტო გადახდის სახით.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – TRESGE22
დანიშნულებაში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი.
ნაბიჯები ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადახდისას
1. აირჩიეთ სახაზინო/საბიუჯეტო გადარიცხვა
2. სახაზინო კოდის ველში ჩაწერეთ 708997499 მიმღები შეიცვლება ავტომატურად (სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა)
3. დანიშნულებაში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი
სხვისთვის იხდით?
მონიშნეთ ველი „სხვისი სახელით გადარიცხვა” და ჩაწერეთ იმ პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ვისთვისაც ხდება გადახდა.
რა ხდება კურსის დასრულების შემდეგ?
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს.