სასწავლო კურსები
ფილოსოფია
დიადი წიგნები (მოდული მესამე – ახალი დრო)
დიადი წიგნები ის ლიტერატურული და ფილოსოფიური ტექსტებია, რომელთა წაკითხვისა და შესწავლის გარეშე ღრმა და საფუძვლიანი განათლების მიღება შეუძლებელია. სწორედ ამ ტექსტებზე იწრთობოდა დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო წარმომადგენლების ინტელექტი და ხასიათი საუკუნეების განმავლობაში და, ამიტომაც, ამ ტექსტებმა, სხვადასხვა ფორმით, უზარმაზარი განვლენა მოახდინეს თანამედროვე კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
კურსის თითოეული ნაწილი ოთხკვირიანია. თითოეული წიგნის განხილვისას მსმენელი მიიღებს წარმოდგენას მთლიანად წიგნისა, მისი ავტორისა და ეპოქის, მისი მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ, ასევე გაეცნობა წიგნიდან მოკლე ამონარიდს.
დაწყების თარიღი: 1 ივნისი
დრო: ორშაბათი, 19:30
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ლიტერატურაფილოსოფია
დიადი წიგნები (მოდული მეოთხე – თანამედროვეობის საფუძვლები)
დიადი წიგნები ის ლიტერატურული და ფილოსოფიური ტექსტებია, რომელთა წაკითხვისა და შესწავლის გარეშე ღრმა და საფუძვლიანი განათლების მიღება შეუძლებელია. სწორედ ამ ტექსტებზე იწრთობოდა დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო წარმომადგენლების ინტელექტი და ხასიათი საუკუნეების განმავლობაში და, ამიტომაც, ამ ტექსტებმა, სხვადასხვა ფორმით, უზარმაზარი განვლენა მოახდინეს თანამედროვე კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
კურსის თითოეული ნაწილი ოთხკვირიანია. თითოეული წიგნის განხილვისას მსმენელი მიიღებს წარმოდგენას მთლიანად წიგნისა, მისი ავტორისა და ეპოქის, მისი მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ, ასევე გაეცნობა წიგნიდან მოკლე ამონარიდს. დრო: ორშაბათი, 19:30შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ლიტერატურაფილოსოფია
დიადი წიგნები (მოდული მეორე – შუა საუკუნეები)
დიადი წიგნები ის ლიტერატურული და ფილოსოფიური ტექსტებია, რომელთა წაკითხვისა და შესწავლის გარეშე ღრმა და საფუძვლიანი განათლების მიღება შეუძლებელია. სწორედ ამ ტექსტებზე იწრთობოდა დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო წარმომადგენლების ინტელექტი და ხასიათი საუკუნეების განმავლობაში და, ამიტომაც, ამ ტექსტებმა, სხვადასხვა ფორმით, უზარმაზარი განვლენა მოახდინეს თანამედროვე კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
კურსის თითოეული ნაწილი ოთხკვირიანია. თითოეული წიგნის განხილვისას მსმენელი მიიღებს წარმოდგენას მთლიანად წიგნისა, მისი ავტორისა და ეპოქის, მისი მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ, ასევე გაეცნობა წიგნიდან მოკლე ამონარიდს. დრო: ორშაბათი, 19:30
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ხელოვნება
ოპერის ისტორია
ლექტორი: ნოდარ ლადარია
ყველამ იცის, რომ ოპერა, სხვაგვარად კი მუსიკალური დრამა ან ლირიკული დრამა, მუსიკის ჟანრებს შორის სირთულითა და მრავალფეროვნებით უპირატეს ადგილზე დგას. მისი ისტორია, სულ მცირე, ოთხ საუკუნეს ითვლის და შეიძლება ითქვას, რომ თვით ევროპის პოლიტიკური და კულტურული ისტორიის სარკეს წარმოადგენს. რატომ და როგორ წარმოიშვა ოპერა? რა როლი შეასრულა მან ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში? - ამ კითხვებზე პასუხს შევეცდებით წინამდებარე კურსში.
დაწყების თარიღი: 26 აპრილი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
დრო: კვირა, 15:00
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
კონფლიქტიმედიაცია
კონფლიქტების მართვა და მედიაცია მოზარდებში
ლექტორი: ტარიელ სიხარულიძე
კონფლიქტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. ის ხშირად ასოცირდება კამათთან, დაპირისპირებულ ღირებულებებსა და ნეგატიურ ემოციებთან, თუმცა, ამავდროულად, კონფლიქტი განვითარებისა და ზრდის წინაპირობაცაა. თავისთავად, ეს მოვლენა არც ნეგატიურია და არც პოზიტიური — ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მიდგომაზე: აღვიქვამთ მას, როგორც დანგრევის ძალას, თუ როგორც პროგრესის შესაძლებლობას.
კონფლიქტების მართვის კომპეტენცია სჭირდება ყველა ადამიანს, მიუხედავად სფეროსა და ასაკისა, და ეს უნარი სწავლებადია. წინამდებარე კურსი სპეციალურად ახალგაზრდებისთვისაა შექმნილი. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება ემოციურ თვითრეგულაციაში, ასწავლის მათ ღია და გულწრფელ კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბებას. პროგრამის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი ურთიერთობების სტანდარტების დამკვიდრება და მოსწავლეთა თვითგამორკვევის პროცესის მხარდაჭერა.
კურსი განკუთვნილია 14-17 წლის მოზარდებისთვის
შეხვედრების ხანგრძლივობა: 2.5 საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი
ვრცლად
ლიტერატურაფილოსოფია
დიადი წიგნები (მოდული პირველი – ანტიკურობა)
დიადი წიგნები ის ლიტერატურული და ფილოსოფიური ტექსტებია, რომელთა წაკითხვისა და შესწავლის გარეშე ღრმა და საფუძვლიანი განათლების მიღება შეუძლებელია. სწორედ ამ ტექსტებზე იწრთობოდა დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო წარმომადგენლების ინტელექტი და ხასიათი საუკუნეების განმავლობაში და, ამიტომაც, ამ ტექსტებმა, სხვადასხვა ფორმით, უზარმაზარი განვლენა მოახდინეს თანამედროვე კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
კურსის თითოეული ნაწილი ოთხკვირიანია. თითოეული წიგნის განხილვისას მსმენელი მიიღებს წარმოდგენას მთლიანად წიგნისა, მისი ავტორისა და ეპოქის, მისი მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ, ასევე გაეცნობა წიგნიდან მოკლე ამონარიდს. დაწყების თარიღი: 6 აპრილი
დრო: ორშაბათი, 19:30შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიმეცნიერების საიდუმლოებები
ე ნ ი გ მ ა (მეცნიერების ამოხსნილი/ამოუხსნელი საიდუმლოებები)
ლექტორი: ანდრია როგავა
რეალობა სავსეა ენიგმებით – გამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული საგნებით და მოვლენებით. მეცნიერების ისტორია სავსეა ამ საიდუმლოებათა ამოხნის მცდელობებით. ერთ-ერთი მთავარი დილემა რეალურის და მოჩვენებითის ურთიერთგარჩევა და განცალკევებაა. ამ კურსის ფარგლებში შევეხები რამდენიმე ცალკეულ, დიდ თუ პატარა, მეცნიერულ ენიგმას. აღმოვაჩენთ რომ ამ საიდუმლოთა ამოხნა, თუკი ეს ოდესმე მოხდება, მხოლოდ მულტიდისციპლინარული ძალისხმევითაა შესაძლებელი.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 16:00შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიქიმია
გარემოს ქიმია – მოდული 1: წყალი – „დედამიწის სისხლი“
ლექტორი: ქეთევან კუპატაძე
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი ინფორმირებული იქნება გარემოში მიმდინარე რეალურ და პათოლოგიურ ქიმიურ პროცესებზე, ასევე, გარემოს ძირითად დამაბინძურებლებზე და მათ ქიმიზმზე. მსმენელი შეისწავლის იმ მარტივ ქიმიურ ანალიზებს, რომელთა შესრულებაც სკოლის ლაბორატორიაში ან სახლის პირობებშიც კი შესაძლებელია და გაეცნობა არსებული დამაბინძურებლებისგან თავის დაცვის ელემენტარულ წესებს. პირველი მოდული ეძღვნება ე.წ. „ლურჯ ეკონომიკას“. კურსი მოიცავს ოთხ ლექციას, თითოეული ხანგრძლივობით 1 საათი 30 წუთი. თითოეული ლექციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს დაეგზავნებათ პრეზენტაციები და პრაქტიკული ნაწილის პროტოკოლები.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 14:00შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ფსიქოლოგია
საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
კურსში მონაწილეობისთვის ვეპატიჟებით ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, გაიგოს მეტი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ადიქციურ ქცევებზე. კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს გაეზრდებათ ცოდნა თანამედროვე მტკიცებულებებსა და მიდგომებზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის დარგში. ასევე, შეეძლებათ უკეთ მართონ და გაიუმჯობესონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კეთილდღეობა. კურსი მოიცავს შვიდ სესიას, რომლებიც მოიცავს თემებს ფსიქიკური ჯანმრთელობის რაობიდან დეპრესიის, შფოთვის და ადიქციების მართვამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთა ტრავმას, სტრესმედეგობის განვითარებას და თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ინტერნეტის ჭარბი გამოყენება.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 18:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ასტრონომია
შესავალი ასტრონომიაში
ლექტორი: გიორგი ჯავახიშვილი
კურსი ასტრონომიის ფუნდამენტურ საკითხებს მიმოიხილავს და კოსმოსის უსასრულო ლაბირინთებში გზამკვლევის როლს შეასრულებს. მსმენელი გაეცნობა იმ მეთოდებს, რომლითაც ასტრონომები ზომავენ სამყაროს მასშტაბებს, ასევე, ასტრონომიის ისტორიას და ოპტიკურ ტელესკოპებს. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ვარსკვლავების სასიცოცხლო ციკლი – მათი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, კოსმოსიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეები და მათი რეალური მასშტაბები. დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდება სიცოცხლის ძიების თანამედროვე მეთოდებზე როგორც მზის სისტემაში, ისე ვარსკვლავთშორის სივრცეში. კურსი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის და არ მოითხოვს წინასწარ სპეციალურ მომზადებას.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 14:00შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
როგორ შევაფასოთ ხელოვნება?
ლექტორი: სოფიო კილასონია
კურსი არის მათთვის, ვისაც სურს შეეძლოს ვიზუალური ხელოვნების ნაწარმოების წაკითხვა და მასზე მსჯელობა; ვისაც სურს გაერკვეს, რატომ არის ხელოვნების ერთი ნაწარმოები ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე – ნაკლებად.
კურსი არის მათთვისაც, ვისთვისაც ხელოვნება არის ბიზნესი და არ სურთ, შეცდნენ.
ყველა შეხვედრა დაიწყება ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოების ანალიზით და შეფასებით.
დაწყების თარიღი: 17 მაისი
დრო: კვირა, 16:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ლიტერატურა
როგორ შევიყვაროთ კითხვა (12-14 წლიანთა ჯგუფი)
ლექტორი: ანი ჩუბინიძე
კურსი II - 12-14 წლიანთა ჯგუფი
მხატვრული ლიტერატურის კურსი მოზარდებში კითხვის ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ემსახურება. კურსის ფარგლებში მონაწილეები წაიკითხავენ ასაკისათვის შესაფერის ნაწარმოებებს, რომლებშიც შეძლებენ საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და იმ თანამედროვე გამოწვევების ამოცნობას, რომლებთან გამკლავებაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ტექსტებს, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების დახმარებით შეძლებენ მათ გააზრებას, ინტერპრეტირებასა და შეფასებას. დისკუსიების პროცესში ისინი ისწავლიან საკუთარი აზრის თავდაჯერებულად გამოხატვასა და დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანას.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 14:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
კინოხელოვნება
როგორ ვუყუროთ კინოს (ზრდასრულებისთვის)
ლექტორი: გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი
კურსი იმათთვის, ვისაც უყვარს კინო და აქვს უკეთესად დანახვის სურვილი. კინოხელოვნება ხომ ყველა ხელოვნებაზე ზუსტად გამოხატავს სიცოცხლეს. შესაბამისად, ფილმის დეტალებში გარკვევა თვალის თავისებური ვარჯიშია სიცოცხლის უკეთ დასანახად.
კურსი იმათთვის, ვისაც არ უყვარს ცალსახა პასუხები და ყოველთვის ეძებს ალტერნატიული ხედვის წერტილებს ადამიანის, მოვლენის, სამყაროს თუ ისტორიის აღსაქმელად. კინო ხომ ამის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, რაშიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება ჩვენი კურსი.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 18:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ვირუსები – ნანო ნინძები
ლექტორი: მარი მურცხვალაძე
გაიცანით უხილავი ნანო-ნინძები, რომლებიც ყოველ წამს ჩვენს უჯრედებთან ბრძოლას აწყობენ! ვირუსები სიცოცხლის არაუჯრედული ფორმებია, არ აქვთ ორგანელები, ვერ ფუნქციონირებენ მასპინძელი უჯრედის გარეშე. ამ კურსზე მსმენელები გაიგებენ: როგორ გამოიყურებიან ვირუსები ნამდვილად (არა ის, რასაც ფილმებში გვაჩვენებენ), რატომ არიან ისინი „ცოცხლები“ თუ „არა-ცოცხლები“? როგორ იპარავენ ვირუსები ჩვენს უჯრედებს და ქმნიან ახალ „ნინძა-ვირუსებს“, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა ამ უხილავ მტრებს, აქვთ თუ არა მათ სუპერ-ძალები? რომელი ვირუსებია ყველაზე საშიში და რატომ? როგორ შეიქმნა და რა არის ვაქცინა, ავიცრათ თუ არ ავიცრათ?
დაწყების თარიღი: 16 მაისი
დრო: შაბათი, 13:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ისტორიაკულტურა
კოლექტიური მეხსიერება: ისტორია, საზოგადოება, ნარატივი
ლექტორი: მალხაზ თორია, ცირა კილანავა
როგორ გვახსოვს საერთო წარსული და ვინ ქმნის „ჩვენ-ჯგუფის“ ნარატივებს? კურსი კოლექტიურ მეხსიერებას განიხილავს ისტორიული კონტექსტების, სოციო-კულტურული რეალობებისა და ლიტერატურის პერსპექტივებიდან. მიმოვიხილავთ „მეხსიერების ბუმს“ და იმას, თუ რატომ იქცა კოლექტიური მეხსიერება თანამედროვე სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეხსიერების სხვადასხვა განზომილებას: სოციალურს, ნაციონალურს, კულტურულს, ლიტერატურულს, რეგიონულსა და ტრანსკულტურულ/ტრანსნაციონალურს. ვიმსჯელებთ, როგორ ყალიბდებიან და ურთიერთქმედებენ კონფლიქტური და დემოკრატიული მეხსიერებები აკადემიურ და საჯარო სივრცეებში.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
დაწყების თარიღი: 11 ივნისი, ხუთშაბათი
დრო: 19:00
ვრცლად
#ხელოვნება #ისტორია
ქართული ხელოვნება: საზოგადოება, დრო და კონტექსტი
ლექტორი: ნინო ჭიჭინაძე, ხათუნა ხაბულიანი
ლექციათა ციკლში, რომელსაც წარუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ხაბულიანი, განხილული იქნება ჩვენი მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სხვადსხვა ასპექტი, ყურადღება გამახვილდება ხელოვნების ქმნილებებში გაცხადებულ ეპოქისეულ იდეებსა და კულტურულ ფასეულობებზე. კურსი შეეხება შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ხელოვნებას, რაც წარსულის, თუ მიმდინარე პროცესების უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება.
შუა საუკუნეებში დასახულმა გეზმა, გარკვეულწილად, ახალი დროის ხელოვნების რაობაც განაპირობა. ამდენად, ეს კურსი საშუალებას მოგცემთ გარკვეულწილად დაინახოთ ქართული ხელოვნების ერთიანი სურათი, კულტურული, თუ უფრო ზოგადად, ცივილიზაციური კუთვნილება.
დაწყების თარიღი: 30 მაისი
დრო: შაბათი, 14:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ფსიქოლოგია
მხოლოდ ადამიანური – აუტიზმის გადააზრება
ლექტორი: ნინო ცინცაძე, თინათინ ჭინჭარაული
კურსი განკუთვნილია აუტიზმის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და აუტიზმის მქონე ადამიანებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის. მისი მიზანია აუტიზმის გააზრება და გადააზრება ბარი პრიზანტის წიგნის - „მხოლოდ ადამიანური“ - მიხედვით. ეს წიგნი აუტიზმთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ რეფლექსიას გვთავაზობს, ყველასთვის გასაგებ ენაზე, მრავალფეროვანი რეალური გამოცდილებების გაზიარების გზით. კურსი ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ შევამციროთ სტრესი გარემოსა და ურთიერთობის ცვლილებით და როგორ შევქმნათ მხარდაჭერაზე დაფუძნებული, ჰუმანური პრაქტიკა ოჯახსა და პროფესიულ გარემოში.
დაწყების თარიღი: 20 აპრილი
დრო: ორშაბათი, 19:30
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ლიტერატურა
როგორ შევიყვაროთ კითხვა (9-11 წლიანთა ჯგუფი)
ლექტორი: ანი ჩუბინიძე
კურსი I - 9-11 წლიანთა ჯგუფი
მხატვრული ლიტერატურის კურსი ბავშვებში კითხვის ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ემსახურება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეხვედრებისას წაიკითხავენ საინტერესო და ასაკისათვის შესაფერის ტექსტებს, რომლებშიც შეძლებენ საკუთარი თავის, მეგობრებისა და მათთვის ნაცნობი ყოველდღიური სიტუაციების ამოცნობას.
შეხვედრების განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე და სახალისო ტექსტებს და თამაშით, შემოქმედებითი დავალებებისა და ჯგუფური აქტივობების დახმარებით, ისწავლიან მათ გააზრებასა და განხილვას. ისინი შეძლებენ საკუთარი აზრის მარტივად და თავისუფლად გამოხატვას, მოსმენას და სხვების აზრის პატივისცემას.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 12:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ეკოლოგიაზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
კავკასიის ეკოსისტემა და ცოცხალი სამყარო – წარმოშობა, მრავალფეროვნება, შესწავლა
კურსის ფარგლებში მსმენელს გავაცნობთ საქართველოს ცოცხალ ბუნებას – როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს ფლორა და ფაუნა გეოლოგიურ წარსულში მეზოზოური ერით დაწყებული და დღევანდელი დღით დამთავრებული, რა კავშირი არსებობს რეგიონის გეოლოგიურ წარსულსა და ეკოსისტემას შორის; როგორ ფუნქციონირებს ეკოსისტემა, რა როლს ასრულებენ მცენარეები, სოკოები, უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები. რამდენად მნიშვნელოვანია სახეობების მრავალფეროვნება ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის; რა მეთოდებს იყენებენ დღეს ეკოსისტემის და ცოცხალი ორგანიზმების შესასწავლად: რადიოგადამცემები და ფოტომახეები, დნმ მარკერები, კომპიუტერები და სივრცული მოდელირება. ასევე, გავეცნობით ცალკეული ჯგუფების მრავალფეროვნებას, ფრინველების და მწერების მნიშვნელობას, ქვეწარმავლებს (მათ შორის შხამიან გველებს) და შხამიან უხერხემლოებს; იმას, როგორ იცავენ ცოცხალ სამყაროს, რა არის წითელი ნუსხა და რატომაა მნიშვნელოვანი შევინარჩუნოთ ბიოლოგიურ მრავალფეროვნება.
დაწყების თარიღი: 4 აპრილი
დრო: შაბათი, 13:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
ჯანდაცვა
გლობალური ჯანდაცვა
ლექტორი: იაგორ კალანდაძე
მსმენელები გაეცნობიან გლობალური ჯანდაცვის ძირითად გამოწვევებს, ინფორმაციას ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების და თანამედროვე ტენდენციების შესახებ, მათ შორის გლობალურ და ლოკალურ (საქართველოს) კონტექსტში.
დაწყების თარიღი: 26 აპრილი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წთ
დრო: კვირა, 15:00
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ვრცლად
კინოხელოვნება
როგორ ვუყუროთ კინოს (მოზარდებისთვის)