ანი ჩუბინიძე არის გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის, საბავშვო ლიტერატურა, მედია და კულტურა, კურსდამთავრებული. მას ასევე მიღებული აქვს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ის მუშაობს IB MYP პროგრამის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ქართულ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურასა და კულტურას, ტრავმის ლიტერატურის კვლევებს, ომის ლიტერატურას და სამომხმარებლო საზოგადოებას ქართულ და ამერიკულ ლიტერატურაში. მისი უახლესი სტატია, „Young People and Collective Trauma in Georgian Fiction about The Abkhazian War and The 2008 Russo-Georgian War,“ გამოქვეყნდა ჟურნალში Bookbird: A Journal of International Children’s Literature.