წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ 204861970) შორის მიღწეულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და უზრუნველყოფს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს.
ზოგადი დებულებები
ილიას სკოლის კურსის შეძენისას თქვენ ეთანხმებით ვებ-გვერდზე მითითებულ წესებსა და პირობებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, წესები და პირობები საჭიროებისამებრ შეცვალოს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით. წესებზე და პირობებზე თანხმობით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ილიას სკოლის შესახებ
თანამედროვე სამყარო მოითხოვს არა უბრალოდ ინფორმაციას, არამედ ნამდვილ ცოდნას, ნამდვილი ცოდნა კი გაგებისა და გაგებულის გამოყენების უნარია. ილიას სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც სწორედ ამ უნარებს ავითარებს.
ჩვენი კურსები მოიცავს ცოდნის ყველაზე მრავალფეროვან სფეროებს – ახალი ტექნოლოგიებიდან ფსიქოლოგიამდე, კინოდან და ლიტერატურიდან ფიზიკამდე – და ეს ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. თითოეულ კურსს ქვეყნისა თუ რეგიონის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები უძღვებიან.
სკოლა ღიაა ყველასთვის: ზრდასრულებისთვის, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას ესწრაფვიან; მოზარდებისთვის, რომლებიც სამყაროს გაგებას იწყებენ; ბავშვებისთვის, რომლებშიც ცნობისმოყვარეობა ახლა იღვიძებს.
აქ სწავლა შემოქმედებითია, ხოლო ლექტორსა და მსმენელს შორის ურთიერთობა – დიალოგური.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს კურსის/მასტერკლასის ნებისმიერი დეტალი, მათ შორის და არამარტო – დაწყების თარიღი.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე დადებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უფლება აქვს მონაწილის მიერ დისციპლინური ნორმ(ებ)ის დარღვევის, ან სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დამდგარი ფაქტიდან გამომდინარე.
რეგისტრაცია და კურსის მონაწილის/ვებ-გვერდის მომხმარებლის ვალდებულებები
- ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;
- რეგისტრაციისთვის პიროვნება აუცილებელია იყოს სრულწლოვანი და მიუთითოს რეალური მონაცემები;
- კურსის მონაწილე ვალდებულია დროულად, კურსის დაწყებამდე გადაიხადოს სწავლის საფასური;
- კურსის მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აძლევს უფლებას მისგან მიიღოს სასწავლო, საინფორმაციო, ან სხვა სახის შეტყობინება ელ. ფოსტით, სოციალური ქსელით, სმს-ით, სატელეფონო ზარით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, შეზღუდვის გარეშე. შეტყობინებების გაუქმების მიზნით შეუძლია დაგვიკავშირდეს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე – iliaschool@iliauni.edu.ge;
- პირობითი მსმენელი თანხმობას აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა, მოქმედი კანონმდებლობითა და შიდა რეგულაციებით, ასევე საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, აკადემიური და ფინანსური მონაცემები, შეფასებები, დასწრების შესახებ ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, საბანკო და საგადასახადო მონაცემები (სტიპენდიების, ან სწავლის საფასურის მიღების ან სხვა მსგავსი საჭიროების შემთხვევაში), ვიზუალური გამოსახულება (ფოტო, ვიდეო), ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სასწავლო პროცესთან და მის თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით;
- პირობითი მსმენელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი სახელი, გამოსახულება ან ხმა შეიძლება გამოყენებულ იქნას უნივერსიტეტის მიერ ან უნივერსიტეტთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალებში, რომლებიც შესაძლოა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და სხვა მედია პლატფორმებზე, საგანმანათლებლო საქმიანობის პოპულარიზაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მსგავსი მიზნებისთვის. პირობით მსმენელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს უნივერსიტეტს წერილობითი განცხადებით (ელექტრონულად ან ფიზიკური ფორმით). თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, უნივერსიტეტი ვალდებულია შეწყვიტოს მსმენელის გამოსახულების გამოყენება, თუმცა უკვე გამოქვეყნებული მასალების წაშლა ან ამოღება ყოველთვის ვერ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ტექნიკურად და სამართლებრივად შესაძლებელია;
- კურსის მონაწილე ვალდებულია დაიცვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, შინაგანაწესი, სტუდენტთა ეთიკის კოდექსი და სხვა საუნივერსიტეტო წესები;
- კურსის მონაწილეს ეკრძალება შეხვედრ(ებ)ის ფიზიკური თუ ონლაინ ჩანაწერ(ებ)ის, ასევე სამუშაო/სასწავლო მასალების და სხვა ნებისმიერი მასალის გავრცელება/გადაცემა/გაზიარება, როგორც საჯაროდ, ისე ნებისმიერი პირისთვის.
ანგარიშსწორების პირობები
iliaschool.iliauni.edu.ge-ზე კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების Visa ან Mastercard ბარათებით.
თანხის დაბრუნების პირობები
iliaschool.iliauni.edu.ge-ზე შეძენილი კურსის ღირებულება უკან არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევებისა თუ კურსი გაუქმდა.
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N45
ტელეფონი: 0322 22 00 09
ელ. ფოსტა: iliaschool@iliauni.edu.ge