ჩვენი ლექტორები
გიორგი ჯავახიშვილი
1975–1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, ასტრონომიის სპეციალობაზე, ხოლო 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კვლევის თემაზე.
1980 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც 2007–2009 წლებში დირექტორის თანამდებობაც ეკავა. 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკას, მზე-დედამიწის კავშირებს, ვარსკვლავთ გროვებსა და ჯერად სისტემებს, ასტროდინამიკასა და მზის ფიზიკას.
ვრცლად
ქეთევან კუპატაძე
ქეთევან კუპატაძემ 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით, შემდეგ კი იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია.
1998-2005 წლებში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში დოცენტის, შემდეგ კი პროფესორის თანამდებობა ეკავა. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს და ამჟამად საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ორასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული სტატია.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ქიმიას, ეკოლოგიურ ქიმიას, ქიმიის დიდაქტიკასა და ისტორიას. აქტიურად არის ჩართული ქიმიის პოპულარიზაციაში და ამ საქმიანობისთვის 2017 წელს მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.
ვრცლად
ზურა ჯავახიშვილი
2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით, ხოლო 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფრინველთა სეზონური გადაადგილებისა და ფრინველის გრიპის გავრცელების თემაზე.
1997-2006 წლებში მუშაობდა ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრში კონსერვაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მკვლევარი და ლექტორია, 2020 წლიდან კი ეკოლოგიის, კონსერვაციული ბიოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით ასოცირებული პროფესორია.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ფრინველთა ეკოლოგიასა და კონსერვაციას, გარეულ ცხოველთა დაავადებების ეკოლოგიას, კავკასიის ორნითოფაუნის ევოლუციას და ფრინველთა მიგრაციის შესწავლას ტელემეტრიის მეთოდით.
ვრცლად
ნინო ცინცაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წელს დააფუძნა საქართველოში პირველი ადრეული ჩარევის პროგრამა, ხოლო 2017 წელს, ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განავითარა და ხელმძღვანელობს ენისა და მეტყველების თერაპიის პირველ სამაგისტრო პროგრამას.
მონაწილეობდა ქართულენოვანი ბავშვის ენის ათვისების კორპუსის შექმნაში და აგრძელებს კვლევით საქმიანობას ენის ათვისების ამ მიმართულებით. მუშაობს ადრეული ინკლუზიური განათლების საკითხებზე და არის ადრეული განათლების კურიკულუმის თანაავტორი.კვლევითი ინტერესები ენობრივი განვითარება და განვითარების დარღვევები, ადრეული ჩარევა, ინკლუზიური განათლება.
ვრცლად
თინათინ ჭინჭარაული
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, 2000 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამედიცინო ფსიქოლოგიაში. არის ამერიკის შეერთებული შტატების სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი და კლინიკური ნეიროფსიქოლოგი.
2009-2012 წლებში თსუ-ში ასისტენტ-პროფესორი იყო, 2012 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტს" და არის საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა პროფესიული ასოციაციის თავმჯდომარე. 2000 წლიდან პრაქტიკოსი კლინიკური ნეიროფსიქოლოგიც არის.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს აუტიზმის სპექტრს, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს, დასწავლის უნარის დარღვევებს, მეხსიერებასა და ინკლუზიურ განათლებას.
ვრცლად
მიშიკო დუმბაძე
ფსიქიატრი, ამჟამად მუშაობს „ამერიკულ ჰოსპიტალში“, თბილისში და რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. ასევე, იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცის ლაბორატორიის გუნდის წევრი. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს დეპრესიის მკურნალობის ნეირომოდულაციურ მეთოდებს, მათ შორის ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციასა და კეტამინოთერაპიას. გარდა ამისა, არის ფიზიოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიისა და კლინიკური ფსიქიატრიის მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ვრცლად
ანდრია როგავა
ანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალიზაციით და 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია შავი ხვრელის აკრეციული დისკის ფიზიკური პროცესების თემაზე.
კარიერის განმავლობაში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში და ტურინის უნივერსიტეტში. 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში. 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ამ უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის თანადამაარსებელია; სამოცდაათზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მაღალი ენერგიების ასტროფიზიკას, პლაზმის ფიზიკას, რელატივისტურ ფიზიკასა და ჰიდროდინამიკას, აგრეთვე ფიზიკის ფილოსოფიურ პრობლემებსა და მეცნიერების პოპულარიზაციას.
ვრცლად
ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება და 1991 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად.
1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციიდან ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელობამდე. შემდგომ წლებში ეკავა ფონდ „ქართუს" დირექტორის, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის და საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობები, სადაც განათლების კომიტეტს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. არის რესპუბლიკური პარტიისა და რესპუბლიკური ინსტიტუტის დამფუძნებელი.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კლასიკურ ფილოლოგიას, ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს და მსოფლიო ლიტერატურას.
ვრცლად
გიგა ზედანია
გიგა ზედანიამ 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ნიკოლაუს კუზელი როგორც დიონისე ფსევდო-არეოპაგელის კომენტატორი" (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია). მანამდე ის სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და კულტურის კვლევებს საქართველოში, აშშ-ში, უნგრეთსა და გერმანიაში.
2006 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. ინტერესის სფეროები მოიცავს ფილოსოფიის ისტორიას, ასევე ლიტერატურის, კინოს, განათლებისა და პოლიტიკის ფილოსოფიას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია ქართულ, ინგლისურსა და გერმანულ ენებზე.
ვრცლად
გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სადაც სწავლის პარალელურად გაცვლითი პროგრამით ზაარლანდის უნივერსიტეტში შეისწავლა ძველი აღმოსავლეთის ისტორია, რელიგიათმცოდნეობა და ფილოსოფია. 2009 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, რასაც წინ უძღოდა DAAD-ის კვლევითი სტიპენდია ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის და შემდეგ ისტორია-ეთნოლოგიის ინსტიტუტებში, ხოლო 2008-2013 წლებში — ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში. 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია და ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.
ვრცლად
თამარ ცოფურაშვილი
თამარ ცოფურაშვილმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია) DAAD-OSI-ის ერთობლივი სტიპენდიის ფარგლებში, შემდეგ კი პოსტ-სადოქტორო კვლევები განახორციელა შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტში და, როგორც მიწვეული მკვლევარი, პარიზის Foundation Maison des Sciences de l'Homme-ში.
ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორია. გამოქვეყნებული აქვს გერმანულენოვანი მონოგრაფია მაისტერ ეკჰარტის შესახებ, სტატიები სამ ენაზე და კრებულები გერმანულ გამომცემლობებში. მისმა ორმა პროექტმა 2020 და 2023 გაიმარჯვა ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში და ჯონ ტემპლტონის ფონდმა დააფინანსა.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ფილოსოფიის ისტორიას, შუა საუკუნეების ფილოსოფიას, ენის ფილოსოფიას, გერმანულ იდეალიზმს, რელიგიის ფილოსოფიასა და ეთიკას.
ვრცლად
ნოდარ ლადარია
ნოდარ ლადარიამ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ბირთვულ კვლევათა გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთი) და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (თბილისი). 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც გარიცხეს 1992 წელს ურჩობისათვის. 1992 წლიდან სწავლობდა პონტიფიკალურ აღმოსავლურ ინსტიტუტში (ვატიკანი), სადაც 1994 წელს მიიღო ლიცენციატის, ხოლო 1996 წელს – დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1998 წლიდან ასწავლიდა იტალიურ ლიტერატურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002 წლიდან იყო ენისა და კულტურის ინსტიტუტის პროფესორი, ხოლო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიის სრული პროფესორია. 2008 წელს მიიღო იტალიის სახელმწიფო პრემია მხატვრული თარგმანისა და იტალიური კულტურის გავრცელებისათვის. სამეცნიერო ინტერესის სფეროებია გვიანი შუა საუკუნეების ისტორია და კულტურა, ამავე პერიოდის იტალიური ლიტერატურა.
ვრცლად
გია ნოდია
გია ნოდიამ 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით და 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია იმავე დარგში.
1980-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, პარალელურად კი 1992 წლიდან ხელმძღვანელობს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს. 2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო, 2006 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. სხვადასხვა დროს კვლევითი მივლინებები და სასწავლო კურსები ჰქონია ბერკლის, ბონის, გლაზგოს უნივერსიტეტებში, ვაშინგტონის წამყვან კვლევით ცენტრებში.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ნაციონალიზმის, დემოკრატიზაციისა და პოლიტიკური განვითარების პრობლემატიკას — როგორც თეორიულ ასპექტებში, ისე საქართველოს, კავკასიისა და პოსტკომუნისტური სამყაროს კონკრეტულ კონტექსტში.
ვრცლად
გოგი გვახარია
1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1987 წელს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული ფილმების სახვითი გადაწყვეტის თემაზე. 1993-94 წლებში დიდროს სტიპენდიით პარიზის „ადამიანის ინსტიტუტში" მუშაობდა კინოს ენისა და ფილმის აღქმის საკითხებზე.
1981 წლიდან პედაგოგად მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. პარალელურად აქტიურად არის ჩართული მედიაში — 1995 წლიდან „რადიო თავისუფლებაში" კულტურის მიმომხილველია, სხვადასხვა დროს ავტორობდა და წარმართავდა გადაცემებს სახელმწიფო ტელევიზიაზე და „რუსთავი 2"-ზე. ლექციები წაუკითხავს კონსტანცის, სორბონის და კლერმონფერანის უნივერსიტეტებში.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კინოს ენასა და ფილმის აღქმის თავისებურებებს, ფილმის სახვით გადაწყვეტასა და ცენზურის ისტორიას კინოში.
ვრცლად
თეო ხატიაშვილი
თეო ხატიაშვილმა 1990 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა და 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყაროს თემაზე.
1998-2014 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხოლო 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს ასწავლიდა კინოს ისტორიას რამდენიმე უნივერსიტეტში, თანამშრომლობდა ბეჭდვით მედიასთან და წარმართავდა საავტორო გადაცემებს რადიოში. 1999-2001 წლებში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით პროექტს „ქალი და მამაკაცი კინოში".
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს თანამედროვე კინოს ტენდენციებს, გენდერულ ასპექტებს კინოში და ქართული კინოს ისტორიული თუ თანამედროვე პროცესების შესწავლას პოლიტიკურ-კულტურულ კონტექსტში.
ვრცლად
ანი ჩუბინიძე
ანი ჩუბინიძე არის გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის, საბავშვო ლიტერატურა, მედია და კულტურა, კურსდამთავრებული. მას ასევე მიღებული აქვს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ის მუშაობს IB MYP პროგრამის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ქართულ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურასა და კულტურას, ტრავმის ლიტერატურის კვლევებს, ომის ლიტერატურას და სამომხმარებლო საზოგადოებას ქართულ და ამერიკულ ლიტერატურაში. მისი უახლესი სტატია, „Young People and Collective Trauma in Georgian Fiction about The Abkhazian War and The 2008 Russo-Georgian War,“ გამოქვეყნდა ჟურნალში Bookbird: A Journal of International Children's Literature.
ვრცლად
ჯანა ჯავახიშვილი
ჯანა ჯავახიშვილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, რომლის კვლევითი საქმიანობა ადიქციის, ფსიქოტრავმატოლოგიისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებს მოიცავს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელია. არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და ადიქტოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ევროპის ფსიქოტრავმატოლოგიის ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის საკონტაქტო პირი სამხრეთ კავკასიაში. 2019-2021 წლებში ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი იყო. სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნებული მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი, თანაავტორი და თანარედაქტორია.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ადიქციის კვლევებს, ფსიქოტრავმას, საზოგადოებრივ ტრავმას, პოლიტიკური რეპრესიებთან დაკავშირებული ტრავმის თაობათაშორის გადაცემას და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ეფექტურობას.
ვრცლად
მარიამ რაზმაძე
ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და
ადიქციის კვლევების ინსტიტუტის კოორდინატორი. მისი
პროფესიული ინტერესები ეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
ზრუნვას და ასევე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო
მიზნით მოხმარებისა და სხვა ადიქციური ქცევების პრევენციას. იგი
არის პრევენციის ევროპული კურიკულუმის ტრენერი,
სერტიფიცირებული ევროპის ნარკოტიკების სააგენტოს (European
Drug Agency - EUDA) მიერ.
2018 წლიდან არის ფსიქო-სოციალური ცენტრის, კლუბი სინერგიის
თანამშრომელი, სადაც კონსულტირებას უწევს მოზარდებსა და
ახალგაზრდებს ქცევითი-ემოციური სირთულეებით.
ვრცლად
ნინო მახაშვილი
ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და თბილისის ფსიქიატრიის ინსტიტუტი, შემდეგ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს და არის შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელი. პარალელურად, ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის" დირექტორია და მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის სტრუქტურულ გარდაქმნებზე კავკასიის, ცენტრალური აზიის და სხვა ქვეყნებში. წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის უფროსი ექსპერტია, ევროპის საბჭოს ექსპერტი და მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის საპატიო წევრი.
მისი კვლევითი და კლინიკური საქმიანობა ფოკუსირებულია სათემო ფსიქიატრიაზე, ფსიქოტრავმატოლოგიაზე და კატასტროფული მოვლენების შემდგომ ფსიქოსოციალურ რეაგირებაზე, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების — დევნილების, პატიმრებისა და ძალადობის მსხვერპლთა — მხარდაჭერაზე.
ვრცლად
თამარ ლეონიძე
ფსიქოლოგი, ადიქციის კვლევების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 2022 წლიდან მუშაობს ფონდში „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“. 2024 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის გუნდის წევრი.
ვრცლად
ირმა კირთაძე
ირმა კირთაძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია ფსიქიატრის კვალიფიკაციით, შემდეგ კი ერაზმუსისა და ამსტერდამის უნივერსიტეტებში შეისწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და წამალდამოკიდებულების კვლევის მეთოდები. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი.
აქვს ნივთიერებებზე დამოკიდებულების დარგში კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და ქცევითი კვლევების მრავალწლიანი გამოცდილება და ოცდაათზე მეტი პუბლიკაციის ავტორი ან თანაავტორია. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პრიზი — მათ შორის ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციისა და ჯანმოს ჯილდოები. არის კანაფის გლობალური კვლევის კონსორციუმის მკვლევარი.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს წამალდამოკიდებულების პრევენციასა და მკურნალობის ინტერვენციების ეფექტიანობას გენდერულ ჭრილში, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების შესწავლასა და სამედიცინო კანაფის გამოყენებას.
ვრცლად
დავით თარხნიშვილი
დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენციის თემაზე. შემდგომ პოსტსადოქტორო კვლევები განახორციელა ბანგორის უნივერსიტეტში და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში.
2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა დროს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ამფიბიებისა და ქვეწარმავლების ეკოლოგიას, ბიოგეოგრაფიას, პოპულაციურ გენეტიკასა და ევოლუციურ ბიოლოგიას, კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და თანამედროვე ადამიანის გავრცელების ისტორიას.
ვრცლად
ანა პაპავა
ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ფსიქოლოგიის მიმართულებით. იკვლევს ქართული კულტურის გავლენას პოსტტრავმული სიმპტომების ჩამოყალიბებასა და გამოხატვაზე. ანა მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში, მიჰყავს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სესიები. მას გავლილი აქვს სათანადო მომზადება და 2015 წლიდან მუშაობს ფსიქოკონსულტანტად ფსიქოთერაპიის ისეთი მტკიცებულებითი მეთოდებით, როგორებიცაა ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, დიალექტიკური ქცევითი თერაპია, თვალების მოძრაობით დესენსიტიზაცია და გადამუშავება და ა.შ.
ვრცლად
ლექსო გავაშელიშვილი
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სახეობათა გავრცელების პროგნოზირებისა და ჰაბიტატთა მოდელირების თემაზე.
1991-2002 წლებში მუშაობდა თსუ-ის ბიოფიზიკის კათედრაზე მკვლევრად, 1994-2006 წლებში კი — საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრში „ბუდე" ბიოლოგ-კონსერვაციონისტად და გის-ანალიტიკოსად. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სტატია საერთაშორისო ჟურნალებში და რამდენიმე წიგნი.
მისი სამეცნიერო საქმიანობა ეძღვნება ცოცხალი ორგანიზმების გავრცელების კანონზომიერებების შესწავლას ლანდშაფტური გენეტიკის, ეკოლოგიური მოდელირების, სატელიტური ტელემეტრიისა და დისტანციური ზონდირების მეთოდებით — როგორც ევოლუციური პროცესების გასაგებად, ისე ბუნების კონსერვაციის ხელშესაწყობად.
ვრცლად
იაგორ კალანდაძე
იაგორ კალანდაძემ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით. 1990 წელს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სამედიცინო ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, ხოლო 1999 წელს – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიისა და კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში.
1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც ბოლოს ეკავა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2009-2012 წლებში იყო ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამისა და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. აქვს საკონსულტაციო საქმიანობის დიდი გამოცდილება მსოფლიო ბანკთან, გლობალურ ფონდთან და WHO-სთან თანამშრომლობაში. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, მოლეკულურ ბიოლოგიასა და მიკრობიოლოგიას.
ვრცლად
მარი მურცხვალაძე
მარი მურცხვალაძემ 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ცხოველთა სახეობების წარმოშობა და პოპულაციის სტრუქტურირების კვლევა კავკასიაში“.
2007 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2012 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი და ილიას მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი. კვალიფიკაცია მიღებული აქვს აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, აიდაჰოს უნივერსიტეტის კონსერვაციული გენეტიკის ლაბორატორიაში, იელის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის სანგერის გენომის ცენტრში. 2013 წლიდან მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის გენომის ლაბორატორიაში. მიღებული აქვს DAAD და Fulbright სტიპენდიები.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს გარეულ ცხოველთა მიკრობიომსა და ვირუსულ დაავადებებს, სახეობათა გენეტიკურ სტრუქტურას და გენომურ კვლევებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია.
ვრცლად
სოფიო კილასონია
სოფიო კილასონიამ კულტურის კვლევების დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წელს მიიღო. ხელოვნებათმცოდნეობის ბაკლავრისა და მაგისტრის ხარისხი – 2001-2006 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
უმაღლსი განათლება აქვს ქორეგრაფიისა და საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით.
კვლევითი ინტერესები: მოდერნიზმისსა და პოსტმოდრნიზმის ხელოვნების განვითარება. სადოქტორო კვლევა – „სოცრეალიზმის იკონოგრაფია XX საუკუნის 30-50 წლების ქართული ფერწერის მაგალითზე“ მოიცავს როგორც საბჭოთა, ისე ფართოდ – ტოტალიტარული ხელოვნების პრაქტიკების კვლევას. ასევე ხელოვნების, კულტურისა და პოლიტიკის კვეთის წერტილების ანალიზს.
სოფიო კილასონია მუშაობს როგორც ხელოვნების კურატორი. პროექტებს შორის გამორჩეულია მის მიერ დაფუძნებული პერფორმატიული ხელოვნების ფესტივალი – „თბილისის ახალი დრამის ფესტივალი“.
წარსულში, 2004-2015 წლებში, აქტიურადა მუშაობდა როგორც კულტურის სფეროს მიმომხილველი ჟურნალისტი. ხოლო 2006-2013 წლებში იყო გაზეთის „24 საათის“ ერთ-ერთი რედაქტორი.
სოფიო კილასონია თანადამფუძნებელია კულტურის სფეროს ყველაზე დიდი გაერთიანებისა და მოძრაობის – „კულტურა დემოკრატიისთვის“.
ვრცლად
ნინო ჭიჭინაძე
ნინო ჭიჭინაძემ 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული ხატწერის ისტორიის თემაზე, ხოლო 2004 წელს – სადოქტორო დისერტაცია XI-XIII სს. ქართული ხატწერის მხატვრულ-ისტორიული ასპექტების შესახებ.
1984 წლიდან მუშაობს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. წლების განმავლობაში ეწეოდა კვლევით მუშაობას ევროპისა და აშშ-ს სამეცნიერო ცენტრებში (Dumbarton Oaks, Centre d'Histoire et Civilisation de Byzance და სხვ.). წაკითხული აქვს სალექციო კურსი „შუა საუკუნეების ხელოვნება საქართველოში” ფრიბურგის უნივერსიტეტში. არის არაერთი სამეცნიერო ჟურნალის, მათ შორის კადმოსის და ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანის სარედაქციო საბჭოს წევრი.
მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო გრანტი და კვლევითი სტიპენდია. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია და 50-მდე სამეცნიერო სტატია.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ადრექრისტიანულ, შუა საუკუნეების და ბიზანტიის ვიზუალურ კულტურას, ქრისტიანულ იკონოგრაფიას, გამოსახულებისა და რელიკვიების კულტს და ბიზანტიურ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებს.
ვრცლად
ხათუნა ხაბულიანი
ხათუნა ხაბულიანმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2008-2014 წლებში გაიარა ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების ხელოვნებისა და ქართული სახელოვნებო სივრცის ტრანსფორმაციის თემაზე.
არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. არის საერთაშორისო ორგანიზაციების – ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი. საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ფრიბურგის უნივერსიტეტში და CIMAM-ის კონფერენციაზე დოჰაში. თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებთან, კითხულობს სალექციო კურსებს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ისტორიასა და თეორიას, კრიტიკას, ხელოვნების ფილოსოფიას და კურატორულ საქმიანობას.
ვრცლად
მალხაზ თორია
მალხაზ თორია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და „მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის“ დირექტორი. 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ისტორიაში. 2006–2010 წლებში მუშაობდა თსუ-ის კულტურის კვლევების ინსტიტუტსა და ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია.
2019–2021 წლებში სწავლობდა The New School for Social Research-ში, სადაც მიიღო სოციოლოგიის მაგისტრის (MA, 2021) და MPhil (2023) ხარისხები, 2023 წლიდან არის სოციოლოგიის დოქტორის კანდიდატი (ABD). მისი კვლევით ინტერესებში და სასწავლო თემატიკაში შედის: შუა საუკუნეების და თანამედროვე ქართული ისტორიული აზროვნება; ცარისტული რუსეთის და საბჭოთა კავშირის იმპერიული მემკვიდრეობები; თანამედროვე მუზეოლოგია და მემორიალური კულტურა პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებებში; მეხსიერების პოლიტიკა და რეგიონალური კონფლიქტები საქართველოში; წარსულის ინსტრუმენტალიზაცია და დეზინფორმაციის პოლიტიკა „პოსტ-სიმართლის“ ეპოქაში. ამჟამად მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე - „ისტორიკოსი და ‘მონსტრი მოვლენის’ შექმნა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კრიტიკული ეტაპების გენეალოგია“.
მრავალი პოსტ-სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიის (DAAD, OSF, Fulbright და სხვ.) ფარგლებში თანამშრომლობდა წამყვან აკადემიურ ინსტიტუტებთან, მათ შორის The New School for Social Research, Central European University (CEU), Humboldt University, Leibniz-Zentrum für Literatur- und Kulturforschung (ZfL), University of California, Berkeley; Harriman Institute, Columbia University და Davis Center for Russian and Eurasian Studies, Harvard University. მისი კვლევები წარმოდგენილია საერთაშორისო აკადემიურ ფორუმებსა და რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.
ვრცლად
ცირა კილანავა
ცირა კილანავა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქართული ფილოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით. 2013 წელს მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – „ქართული ნაციონალური დისკურსის ფორმირება: საქართველოსა და რუსეთის იმპერიის მარკირების მოდელები მე-18 საუკუნის დასაწყისისა და მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“ (სამეცნიერო ხელმძღვანლები: პროფ. ქეთევან ბეზარაშვილი და პროფ. ბელა წიფურია).
2015-2017 წლებში ცირა კილანავა იყო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ავტორი (პროექტი – სივრცის იმაგოლოგია ქართულ ლიტერატურაში), 2019 წლიდან ცირა კილანავა კითხულობს საავტორო კურსებს ქართული ლიტერატურის შესახებ, მათ შორის – კურსს „ლიტერატურული მეხსიერება: ომი თანამედროვე ქართულ პროზაში“. ცირა კილანავა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის შედარებითი ინსტიტუტის ფარგლებში შექმნილი ონლაინპლატფორმის – „შავი ზღვის სივრცის რეპრეზენტაცია ქართულ ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაში: ვირტუალური რუკა“ (bsr.iliauni.edu.ge) იდეის ავტორი და სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.
ვრცლად
ტარიელ სიხარულიძე
ტარიელ სიხარულიძე არის ESSEC IRENE-ს – საფრანგეთში დაფუძნებული მოლაპარაკებების კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის ასოცირებული წევრი. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მან არაერთი მოლაპარაკების ტრენინგი ჩაატარა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი საჯარო მოსამსახურეებისათვის. ESSEC IRENÉ- სთან თანამშრომლობის ფარგლებში დღემდე აწარმოებს მოლაპარაკებების სპეცკურსებს Ecole de Guerre- ს, ENA- ს მსმენელებისათვის.
კვლევითი ინტერესები: მოლაპარაკებები და მედიაცია
ვრცლად