თანამედროვე სამყარო მოითხოვს არა უბრალოდ ინფორმაციას, არამედ ნამდვილ ცოდნას, ნამდვილი ცოდნა კი გაგებისა და გაგებულის გამოყენების უნარია. ილიას სკოლა ილიას უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც სწორედ ამ უნარებს ავითარებს.
ჩვენი კურსები მოიცავს ცოდნის ყველაზე მრავალფეროვან სფეროებს – ახალი ტექნოლოგიებიდან ფსიქოლოგიამდე, კინოდან და ლიტერატურიდან ფიზიკამდე – და ეს ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. თითოეულ კურსს ქვეყნისა თუ რეგიონის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები უძღვებიან.
სკოლა ღიაა ყველასთვის: ზრდასრულებისთვის, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას ესწრაფვიან; მოზარდებისთვის, რომლებიც სამყაროს გაგებას იწყებენ; ბავშვებისთვის, რომლებშიც ცნობისმოყვარეობა ახლა იღვიძებს.
აქ სწავლა შემოქმედებითია, ხოლო ლექტორსა და მსმენელს შორის ურთიერთობა – დიალოგური.