ლიტერატურა

როგორ შევიყვაროთ კითხვა (12-14 წლიანთა ჯგუფი)

კურსი II – 12-14 წლიანთა ჯგუფი

მხატვრული ლიტერატურის კურსი მოზარდებში კითხვის ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ემსახურება. კურსის ფარგლებში მონაწილეები წაიკითხავენ ასაკისათვის შესაფერის ნაწარმოებებს, რომლებშიც შეძლებენ საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და იმ თანამედროვე გამოწვევების ამოცნობას, რომლებთან გამკლავებაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ტექსტებს, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების დახმარებით შეძლებენ მათ გააზრებას, ინტერპრეტირებასა და შეფასებას. დისკუსიების პროცესში ისინი ისწავლიან საკუთარი აზრის თავდაჯერებულად გამოხატვასა და დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანას.

დაწყების თარიღი: 5 აპრილი

დრო: კვირა, 14:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

ასაკობრივი ჯგუფი

ბავშვები

ხანგრძლივობა

6 კვირა

ღირებულება

225 ლარი

მისამართი

წიგნის სახლი ,,ლიგამუსი”, ჭავჭავაძის გამზ. №32

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის სილაბუსი

შეხვედრა 1

კვირა 1

მონაწილეები წაიკითხავენ გრაფიკულ რომანს და აღმოაჩენენ, როგორ ერთიანდება ტექსტი და ილუსტრაცია ერთიან ამბად. ისინი გაეცნობიან გრაფიკული რომანის ჟანრის თავისებურებებს: ვიზუალურ თხრობას, სიტყვისა და ნახატის ურთიერთკავშირს და დიალოგის ბუშტებისა და ტექსტური ჩანართების მნიშვნელობას. შეხვედრის ბოლოს მოზარდები იმსჯელებენ წაკითხულზე და თავადაც შეეცდებიან პატარა ვიზუალური ისტორიის შექმნას.

შეხვედრა 2

კვირა 2

მონაწილეები წაიკითხავენ მოთხრობას და გაეცნობიან ამ ჟანრის ძირითად თავისებურებებს. ისინი დააკვირდებიან, როგორ ვითარდება სიუჟეტი, როგორ ყალიბდება პერსონაჟები და როგორ ქმნის ავტორი ნაწარმოების დაძაბულობასა და იდეას. შეხვედრის ბოლოს მოზარდები იმსჯელებენ წაკითხულზე და თავადაც შეეცდებიან მოთხრობის დაწერას.

შეხვედრა 3

კვირა 3

მონაწილეები წაიკითხავენ რომანიდან ამონარიდს და გაეცნობიან ნაწარმოების სამყაროსა და სიუჟეტურ ხაზს. ისინი დააკვირდებიან პერსონაჟების მოტივებსა და არჩევნებს, იმსჯელებენ ტექსტში წამოჭრილ საკითხებზე და ივარაუდებენ, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია და მოზარდები გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს ნაწარმოების სავარაუდო დასასრულის შესახებ.

შეხვედრა 4

კვირა 4

მონაწილეები წაიკითხავენ ლექსს და დააკვირდებიან მის რიტმსა და რითმს. ისინი იმსჯელებენ, როგორ გადმოსცემს პოეტი ემოციებსა და იდეებს სხვადასხვა მხატვრული ხერხის საშუალებით. შეხვედრის ბოლოს მოზარდები თავადაც შეეცდებიან მცირე პოეტური ტექსტის შექმნას ან ლექსის განწყობის ვიზუალურად გადმოცემას.

შეხვედრა 5

კვირა 5

მონაწილეები წაიკითხავენ სურათებიან წიგნს და აღმოაჩენენ, როგორ ავსებს ერთმანეთს ტექსტი და ილუსტრაცია. ისინი დააკვირდებიან, როგორ გვიყვება ამბავს არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ფერი, დეტალი და პერსონაჟის გამომეტყველება. შეხვედრის ბოლოს მოზარდები შექმნიან საკუთარ სურათებიან ისტორიას და როგორც სიტყვებით, ისე ნახატით გადმოსცემენ ამბავს.

შეხვედრა 6

კვირა 6

მონაწილეები წაიკითხავენ მითს და გაეცნობიან ამ ჟანრის თავისებურებებს. ისინი იმსჯელებენ, ძველ დროში ადამიანები როგორ ხსნიდნენ ბუნების მოვლენებსა და სამყაროს წარმოშობას მითების საშუალებით და დააკვირდებიან ტექსტში არსებულ სიმბოლოებსა და პერსონაჟებს. შეხვედრის ბოლოს მოზარდები განიხილავენ მითის მთავარ იდეებს და წარმოადგენენ საკუთარ ინტერპრეტაციებს.

ლექტორის შესახებ

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

ველები, რომლებიც მონიშნულია *-ით, სავალდებულოა

სასურველ კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

არჩეული კურსი

როგორ შევიყვაროთ კითხვა (12-14 წლიანთა ჯგუფი)

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია