ნინო მახაშვილი

ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და თბილისის ფსიქიატრიის ინსტიტუტი, შემდეგ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს და არის შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელი. პარალელურად, ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის” დირექტორია და მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის სტრუქტურულ გარდაქმნებზე კავკასიის, ცენტრალური აზიის და სხვა ქვეყნებში. წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის უფროსი ექსპერტია, ევროპის საბჭოს ექსპერტი და მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის საპატიო წევრი.

მისი კვლევითი და კლინიკური საქმიანობა ფოკუსირებულია სათემო ფსიქიატრიაზე, ფსიქოტრავმატოლოგიაზე და კატასტროფული მოვლენების შემდგომ ფსიქოსოციალურ რეაგირებაზე, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების — დევნილების, პატიმრებისა და ძალადობის მსხვერპლთა — მხარდაჭერაზე.

სასწავლო კურსები

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება