ფსიქოლოგია

საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კურსში მონაწილეობისთვის ვეპატიჟებით ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, გაიგოს მეტი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ადიქციურ ქცევებზე. კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს გაეზრდებათ ცოდნა თანამედროვე მტკიცებულებებსა და მიდგომებზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის დარგში. ასევე, შეეძლებათ უკეთ მართონ და გაიუმჯობესონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კეთილდღეობა. კურსი მოიცავს შვიდ სესიას, რომლებიც მოიცავს თემებს ფსიქიკური ჯანმრთელობის რაობიდან დეპრესიის, შფოთვის და ადიქციების მართვამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთა ტრავმას, სტრესმედეგობის განვითარებას და თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ინტერნეტის ჭარბი გამოყენება.

 

დაწყების თარიღი: 5 აპრილი

დრო: კვირა, 18:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

ასაკობრივი ჯგუფი

ზრდასრულები

ხანგრძლივობა

7 კვირა

ღირებულება

262,50 ლარი

მისამართი

წიგნის სახლი ,,ლიგამუსი”, ჭავჭავაძის გამზ. №32

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის სილაბუსი

შეხვედრა 1

კვირა 1 - ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა

პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი ისაუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის რაობაზე, ინდიკატორებზე, რისკის და დაცვითი ფაქტორებზე; ფსიქიკური აშლილობების დიაგნოზებზე; ნორმის ცნების ფარდობითობაზე და ეთიკურ დილემებზე; ზრუნვის თანამედროვე მიდგომებზე.

შეხვედრა 2

კვირა 2 - როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეპრესიას

ფსიქიატრი მიშიკო დუმბაძე ისაუბრებს დეპრესიის რაობაზე და სხვადასხვა სიმძიმეზე; როგორ გავარჩიოთ უბრალო უგუნებობა დეპრესიის კლინიკური მდგომარეობისგან; როდის და როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის დახმარება და როდის არის საჭირო სპეციალისტთან მიმართვა; დეპრესიის მართვის მტკიცებულებით მეთოდებზე.

შეხვედრა 3

კვირა 3 - როგორ ვმართოთ შფოთვა

ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი ანა პაპავა ისაუბრებს საბაზო ემოციებზე და თვითგადარჩენაში მათ როლზე; ნორმალურ შფოთვასა და მის ფუნქციაზე; ემოციურ რეგულაციაზე და განვითარების გზებზე; შფოთვით აშლილობებზე და მათთან გამკლავების გზებზე; პროფესიული დახმარების საჭიროების შემთხვევებზე.

შეხვედრა 4

კვირა 4 - ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარება და მოხმარების თავიდან აცილება

ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი მარიამ რაზმაძე ისაუბრებს ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების დაწყების მიზეზებზე; თეორიულ მოდელებზე (ეტიოლოგიური მოდელი, განვითარების ამოცანების მატრიცა, დაგეგმილი ქცევის თეორია); მოხმარების რისკის შემცირებასა და დამცავი ფაქტორების გაძლიერებაზე მიმართულ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომებზე.

შეხვედრა 5

კვირა 5 - რამდენად გვეხმარება თამბაქოს ალტერნატივები თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში: მითები და რეალობა

პროფესორი ირმა კირთაძე ისაუბრებს თამბაქოზე დამოკიდებულების შესახებ, მკურნალობის გზებზე და იმაზე, რამდენად ადასტურებს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ თამბაქოს ალტერნატივები უვნებელია და ეხმარება ადამიანს თამბაქოს მოხმარებისგან განთავისუფლებაში.

შეხვედრა 6

კვირა 6 - ბავშვობის ტრავმა, და ბავშვისა და მოზარდის სტრესმედეგობის გაძლიერება

პროფესორი ნინო მახაშვილი ისაუბრებს ბავშვობაში მიღებული ტრავმის გავლენაზე განვითარებაზე, ნერვულ სისტემაზე, ემოციებსა და ქცევაზე; ბავშვის ხელშეწყობაზე ადრეულ ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავებაში; პოსტტრავმული ზრდის ფენომენზე და მის ხელშეწყობაზე; სტრესმედეგობის გაძლიერების გზებზე.

შეხვედრა 7

კვირა 7 - ინტერნეტის ჭარბი გამოყენება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ადიქციის კვლევების მაგისტრი თამარ ლეონიძე ისაუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებზე, რაც ინტერნეტთან ურთიერთობის ფონზე გაჩნდა თანამედროვე სამყაროში; სამეცნიერო მტკიცებულებებზე ამ პრობლემისა და მასთან გამკლავების თაობაზე; ბავშვებისთვის ინტერნეტის გამოყენების ჰიგიენასთან დაკავშირებულ საერთაშორისო რეკომენდაციებსა და პრევენციის გზებზე.

ლექტორის შესახებ

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

ველები, რომლებიც მონიშნულია *-ით, სავალდებულოა

სასურველ კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

არჩეული კურსი

საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია