1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სახეობათა გავრცელების პროგნოზირებისა და ჰაბიტატთა მოდელირების თემაზე.
1991-2002 წლებში მუშაობდა თსუ-ის ბიოფიზიკის კათედრაზე მკვლევრად, 1994-2006 წლებში კი — საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრში „ბუდე” ბიოლოგ-კონსერვაციონისტად და გის-ანალიტიკოსად. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სტატია საერთაშორისო ჟურნალებში და რამდენიმე წიგნი.
მისი სამეცნიერო საქმიანობა ეძღვნება ცოცხალი ორგანიზმების გავრცელების კანონზომიერებების შესწავლას ლანდშაფტური გენეტიკის, ეკოლოგიური მოდელირების, სატელიტური ტელემეტრიისა და დისტანციური ზონდირების მეთოდებით — როგორც ევოლუციური პროცესების გასაგებად, ისე ბუნების კონსერვაციის ხელშესაწყობად.