ეკოლოგიაზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

კავკასიის ეკოსისტემა და ცოცხალი სამყარო – წარმოშობა, მრავალფეროვნება, შესწავლა

კურსის ფარგლებში მსმენელს გავაცნობთ საქართველოს ცოცხალ ბუნებას – როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს ფლორა და ფაუნა გეოლოგიურ წარსულში მეზოზოური ერით დაწყებული და დღევანდელი დღით დამთავრებული, რა კავშირი არსებობს რეგიონის გეოლოგიურ წარსულსა და ეკოსისტემას შორის;  როგორ ფუნქციონირებს ეკოსისტემა, რა როლს ასრულებენ მცენარეები, სოკოები, უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები. რამდენად მნიშვნელოვანია სახეობების მრავალფეროვნება ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის; რა მეთოდებს იყენებენ დღეს ეკოსისტემის და ცოცხალი ორგანიზმების შესასწავლად: რადიოგადამცემები და ფოტომახეები, დნმ მარკერები, კომპიუტერები და სივრცული მოდელირება. ასევე, გავეცნობით ცალკეული ჯგუფების მრავალფეროვნებას, ფრინველების და მწერების მნიშვნელობას, ქვეწარმავლებს (მათ შორის შხამიან გველებს) და შხამიან უხერხემლოებს; იმას, როგორ იცავენ ცოცხალ სამყაროს, რა არის წითელი ნუსხა და რატომაა მნიშვნელოვანი შევინარჩუნოთ ბიოლოგიურ მრავალფეროვნება.

დაწყების თარიღი: 4 აპრილი

დრო: შაბათი, 13:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

ასაკობრივი ჯგუფი

ზრდასრულები

ხანგრძლივობა

6 კვირა

ღირებულება

225 ლარი

მისამართი

ილიაუნის F კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N45

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის სილაბუსი

შეხვედრა 1

კვირა 1 – ევოლუციის საფუძვლები

ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის საფუძვლები. ცვალებადობა და მემკვიდრეობითობა თანამედროვე გადასახედიდან. დივერგენცია და სახეობათა წარმოშობა. ეკოლოგიური ნიშების ათვისება, კონკურენცია და ნიშების დათიშვა. დავით თარხნიშვილი

შეხვედრა 2

კვირა 2 – დედამიწის გეოლოგიური წარსული და კავკასია

გეოლოგიური ფილების მოძრაობა და ოკეანეს დონე. კავკასიის ჩამოყალიბება – ლავრაზიის დროდან დღემდე. ბიოგეოგრაფიის საფუძვლები და სახობათა კომპლექსები კავკასიაში: ანატოლიურ-ბალკანური, ირანული, კავკასიური კუნძულოვანი. გამყინვარება, რეფუგიუმები და რელიქტები. დავით თარხნიშვილი

შეხვედრა 3

კვირა 3 – ცოცხალი ორგანიზმები და ეკოსისტემის ფუნქციები

პირველადი პროდუქცია, კონსუმენტები და დამშლელები. სახეობათა მრავალფეროვნების მნიშვნელობა. პრაქტიკული მაგალითები: უცხო და ინვაზიური სახეობები და მათი ინტეგრირება ეკოსისტემაში. ობობების მრავალფეროვნება როგორც მაგალითი. დავით თარხნიშვილი

შეხვედრა 4

კვირა 4 – ცოცხალი სამყაროს შესწავლა თანამედროვე მეთოდებით

გადამცემები და ფოტომახეები. გენეტიკური მარკერები - რას გვაძლევს მათი შესწავლა და რატომ არის დნმ ანალიზი უფრო ეკონომიური ვიდრე საველე კვლევა. სივრცული მოდელირება და ეკოლოგიური მოდელირების საფუძვლები. ლექსო გავაშელიშვილი

შეხვედრა 5

კვირა 5 – ორნითოლოგია; საქართველოს ქვეწარმავლები და ამფიბიები

ფრინველები როგორც ეკოსისტემის კომპონენტი, მკვიდრი და გადამფრენი ფრინველები, ფრინველები როგორც ინფექციის გამარვცელებლები. ბერდვოჩინგი. ზურა ჯავახიშვილი (ორნითოლოგი).
საქართველოს ქვეწარმავლები და ამფიბიები. რელიქტები და შხამიანი სახეობები. შხამიანი უხერხემლოები. დავით თარხნიშვილი

შეხვედრა 6

კვირა 6 – ბიომრავალფეროვნების დაცვა და მისი ისტორია

ცხოველების და მცენარეების დაცვა სხვადასხვა ქვეყნებში. მოწყვლადობის შეფასება და წითელი ნუსხა. კონსერვაციის საფუძვლები. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი. ზურა ჯავახიშვილი

ლექტორის შესახებ

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

ველები, რომლებიც მონიშნულია *-ით, სავალდებულოა

სასურველ კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

არჩეული კურსი

კავკასიის ეკოსისტემა და ცოცხალი სამყარო – წარმოშობა, მრავალფეროვნება, შესწავლა

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია