გიგა ზედანიამ 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ნიკოლაუს კუზელი როგორც დიონისე ფსევდო-არეოპაგელის კომენტატორი” (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია). მანამდე ის სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და კულტურის კვლევებს საქართველოში, აშშ-ში, უნგრეთსა და გერმანიაში.
2006 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. ინტერესის სფეროები მოიცავს ფილოსოფიის ისტორიას, ასევე ლიტერატურის, კინოს, განათლებისა და პოლიტიკის ფილოსოფიას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია ქართულ, ინგლისურსა და გერმანულ ენებზე.