დიადი წიგნები ის ლიტერატურული და ფილოსოფიური ტექსტებია, რომელთა წაკითხვისა და შესწავლის გარეშე ღრმა და საფუძვლიანი განათლების მიღება შეუძლებელია. სწორედ ამ ტექსტებზე იწრთობოდა დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო წარმომადგენლების ინტელექტი და ხასიათი საუკუნეების განმავლობაში და, ამიტომაც, ამ ტექსტებმა, სხვადასხვა ფორმით, უზარმაზარი განვლენა მოახდინეს თანამედროვე კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
კურსის თითოეული ნაწილი ოთხკვირიანია. თითოეული წიგნის განხილვისას მსმენელი მიიღებს წარმოდგენას მთლიანად წიგნისა, მისი ავტორისა და ეპოქის, მისი მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ, ასევე გაეცნობა წიგნიდან მოკლე ამონარიდს.
დრო: ორშაბათი, 19:30
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი