ნოდარ ლადარია

ნოდარ ლადარიამ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ბირთვულ კვლევათა გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთი) და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (თბილისი). 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც გარიცხეს 1992 წელს ურჩობისათვის. 1992 წლიდან სწავლობდა პონტიფიკალურ აღმოსავლურ ინსტიტუტში (ვატიკანი), სადაც 1994 წელს მიიღო ლიცენციატის, ხოლო 1996 წელს – დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1998 წლიდან ასწავლიდა იტალიურ ლიტერატურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002 წლიდან იყო ენისა და კულტურის  ინსტიტუტის პროფესორი, ხოლო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიის სრული პროფესორია. 2008 წელს მიიღო იტალიის სახელმწიფო პრემია მხატვრული თარგმანისა და იტალიური კულტურის გავრცელებისათვის. სამეცნიერო ინტერესის სფეროებია გვიანი შუა საუკუნეების ისტორია და კულტურა, ამავე პერიოდის იტალიური ლიტერატურა.

სასწავლო კურსები

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება