თამარ ცოფურაშვილმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია) DAAD-OSI-ის ერთობლივი სტიპენდიის ფარგლებში, შემდეგ კი პოსტ-სადოქტორო კვლევები განახორციელა შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტში და, როგორც მიწვეული მკვლევარი, პარიზის Foundation Maison des Sciences de l’Homme-ში.
ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორია. გამოქვეყნებული აქვს გერმანულენოვანი მონოგრაფია მაისტერ ეკჰარტის შესახებ, სტატიები სამ ენაზე და კრებულები გერმანულ გამომცემლობებში. მისმა ორმა პროექტმა 2020 და 2023 გაიმარჯვა ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში და ჯონ ტემპლტონის ფონდმა დააფინანსა.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ფილოსოფიის ისტორიას, შუა საუკუნეების ფილოსოფიას, ენის ფილოსოფიას, გერმანულ იდეალიზმს, რელიგიის ფილოსოფიასა და ეთიკას.