მალხაზ თორია

მალხაზ თორია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და „მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის“ დირექტორი. 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ისტორიაში. 2006–2010 წლებში მუშაობდა თსუ-ის კულტურის კვლევების ინსტიტუტსა და ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია.
2019–2021 წლებში სწავლობდა The New School for Social Research-ში, სადაც მიიღო სოციოლოგიის მაგისტრის (MA, 2021) და MPhil (2023) ხარისხები, 2023 წლიდან არის სოციოლოგიის დოქტორის კანდიდატი (ABD). მისი კვლევით ინტერესებში და სასწავლო თემატიკაში შედის: შუა საუკუნეების და თანამედროვე ქართული ისტორიული აზროვნება; ცარისტული რუსეთის  და საბჭოთა კავშირის იმპერიული  მემკვიდრეობები;  თანამედროვე მუზეოლოგია და მემორიალური კულტურა პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებებში; მეხსიერების პოლიტიკა და რეგიონალური კონფლიქტები საქართველოში; წარსულის ინსტრუმენტალიზაცია და დეზინფორმაციის პოლიტიკა „პოსტ-სიმართლის“ ეპოქაში. ამჟამად მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე – „ისტორიკოსი და ‘მონსტრი მოვლენის’ შექმნა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კრიტიკული ეტაპების გენეალოგია“.
მრავალი პოსტ-სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიის (DAAD, OSF, Fulbright და სხვ.) ფარგლებში თანამშრომლობდა წამყვან აკადემიურ ინსტიტუტებთან, მათ შორის The New School for Social Research, Central European University (CEU), Humboldt University, Leibniz-Zentrum für Literatur- und Kulturforschung (ZfL), University of California, Berkeley; Harriman Institute, Columbia University და Davis Center for Russian and Eurasian Studies, Harvard University.  მისი კვლევები წარმოდგენილია საერთაშორისო აკადემიურ ფორუმებსა და რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.

სასწავლო კურსები

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება