როგორ გვახსოვს საერთო წარსული და ვინ ქმნის „ჩვენ-ჯგუფის“ ნარატივებს? კურსი კოლექტიურ მეხსიერებას განიხილავს ისტორიული კონტექსტების, სოციო-კულტურული რეალობებისა და ლიტერატურის პერსპექტივებიდან. მიმოვიხილავთ „მეხსიერების ბუმს“ და იმას, თუ რატომ იქცა კოლექტიური მეხსიერება თანამედროვე სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეხსიერების სხვადასხვა განზომილებას: სოციალურს, ნაციონალურს, კულტურულს, ლიტერატურულს, რეგიონულსა და ტრანსკულტურულ/ტრანსნაციონალურს. ვიმსჯელებთ, როგორ ყალიბდებიან და ურთიერთქმედებენ კონფლიქტური და დემოკრატიული მეხსიერებები აკადემიურ და საჯარო სივრცეებში.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
დაწყების თარიღი: 11 ივნისი, ხუთშაბათი
დრო: 19:00