თეო ხატიაშვილმა 1990 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა და 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყაროს თემაზე.
1998-2014 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხოლო 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს ასწავლიდა კინოს ისტორიას რამდენიმე უნივერსიტეტში, თანამშრომლობდა ბეჭდვით მედიასთან და წარმართავდა საავტორო გადაცემებს რადიოში. 1999-2001 წლებში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით პროექტს „ქალი და მამაკაცი კინოში”.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს თანამედროვე კინოს ტენდენციებს, გენდერულ ასპექტებს კინოში და ქართული კინოს ისტორიული თუ თანამედროვე პროცესების შესწავლას პოლიტიკურ-კულტურულ კონტექსტში.