კონფლიქტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. ის ხშირად ასოცირდება კამათთან, დაპირისპირებულ ღირებულებებსა და ნეგატიურ ემოციებთან, თუმცა, ამავდროულად, კონფლიქტი განვითარებისა და ზრდის წინაპირობაცაა. თავისთავად, ეს მოვლენა არც ნეგატიურია და არც პოზიტიური — ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მიდგომაზე: აღვიქვამთ მას, როგორც დანგრევის ძალას, თუ როგორც პროგრესის შესაძლებლობას.
კონფლიქტების მართვის კომპეტენცია სჭირდება ყველა ადამიანს, მიუხედავად სფეროსა და ასაკისა, და ეს უნარი სწავლებადია. წინამდებარე კურსი სპეციალურად ახალგაზრდებისთვისაა შექმნილი. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება ემოციურ თვითრეგულაციაში, ასწავლის მათ ღია და გულწრფელ კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბებას. პროგრამის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი ურთიერთობების სტანდარტების დამკვიდრება და მოსწავლეთა თვითგამორკვევის პროცესის მხარდაჭერა.
კურსი განკუთვნილია 14-17 წლის მოზარდებისთვის
შეხვედრების ხანგრძლივობა: 2.5 საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი