ტარიელ სიხარულიძე

ტარიელ სიხარულიძე არის ESSEC IRENE-ს – საფრანგეთში დაფუძნებული მოლაპარაკებების კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის ასოცირებული წევრი. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მან არაერთი მოლაპარაკების ტრენინგი ჩაატარა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი საჯარო მოსამსახურეებისათვის. ESSEC IRENÉ- სთან თანამშრომლობის ფარგლებში დღემდე აწარმოებს მოლაპარაკებების სპეცკურსებს Ecole de Guerre- ს, ENA- ს მსმენელებისათვის. კვლევითი ინტერესები: მოლაპარაკებები და მედიაცია

ცირა კილანავა

ცირა კილანავა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქართული ფილოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით. 2013 წელს მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – „ქართული ნაციონალური დისკურსის ფორმირება: საქართველოსა და რუსეთის იმპერიის მარკირების მოდელები მე-18 საუკუნის დასაწყისისა და მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“ (სამეცნიერო ხელმძღვანლები: პროფ. ქეთევან ბეზარაშვილი და პროფ. ბელა წიფურია).  2015-2017 წლებში ცირა კილანავა […]

მალხაზ თორია

მალხაზ თორია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და „მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის“ დირექტორი. 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ისტორიაში. 2006–2010 წლებში მუშაობდა თსუ-ის კულტურის კვლევების ინსტიტუტსა და ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. 2019–2021 წლებში სწავლობდა The New School […]

ხათუნა ხაბულიანი

ხათუნა ხაბულიანმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2008-2014 წლებში გაიარა ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების ხელოვნებისა და ქართული სახელოვნებო სივრცის ტრანსფორმაციის თემაზე. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. არის საერთაშორისო ორგანიზაციების – ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი. საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე კვლევით […]

ნინო ჭიჭინაძე

ნინო ჭიჭინაძემ 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული ხატწერის ისტორიის თემაზე, ხოლო 2004 წელს – სადოქტორო დისერტაცია XI-XIII სს. ქართული ხატწერის მხატვრულ-ისტორიული ასპექტების შესახებ. 1984 წლიდან მუშაობს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. წლების […]

სოფიო კილასონია

სოფიო კილასონიამ კულტურის კვლევების დოქტორის  ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წელს მიიღო. ხელოვნებათმცოდნეობის  ბაკლავრისა და მაგისტრის ხარისხი – 2001-2006 წლებში,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმაღლსი განათლება აქვს ქორეგრაფიისა და საშემსრულებლო ხელოვნების  მიმართულებით. კვლევითი ინტერესები: მოდერნიზმისსა და პოსტმოდრნიზმის   ხელოვნების განვითარება. სადოქტორო კვლევა – „სოცრეალიზმის იკონოგრაფია XX საუკუნის 30-50 წლების ქართული ფერწერის მაგალითზე“ მოიცავს […]

მარი მურცხვალაძე

მარი მურცხვალაძემ 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ცხოველთა სახეობების წარმოშობა და პოპულაციის სტრუქტურირების კვლევა კავკასიაში“. 2007 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2012 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი და ილიას მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი. კვალიფიკაცია მიღებული აქვს აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, აიდაჰოს უნივერსიტეტის კონსერვაციული გენეტიკის ლაბორატორიაში, იელის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის სანგერის გენომის ცენტრში. 2013 წლიდან […]

იაგორ კალანდაძე

იაგორ კალანდაძემ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით. 1990 წელს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სამედიცინო ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, ხოლო 1999 წელს – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიისა და კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში. ‌ 1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც ბოლოს ეკავა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2009-2012 წლებში […]

ლექსო გავაშელიშვილი

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სახეობათა გავრცელების პროგნოზირებისა და ჰაბიტატთა მოდელირების თემაზე. 1991-2002 წლებში მუშაობდა თსუ-ის ბიოფიზიკის კათედრაზე მკვლევრად, 1994-2006 წლებში კი — საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრში „ბუდე” ბიოლოგ-კონსერვაციონისტად და გის-ანალიტიკოსად. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სტატია საერთაშორისო […]

ანა პაპავა

ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ფსიქოლოგიის მიმართულებით. იკვლევს ქართული კულტურის გავლენას პოსტტრავმული სიმპტომების ჩამოყალიბებასა და გამოხატვაზე. ანა მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში, მიჰყავს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სესიები. მას გავლილი აქვს სათანადო მომზადება და 2015 წლიდან მუშაობს ფსიქოკონსულტანტად ფსიქოთერაპიის ისეთი მტკიცებულებითი მეთოდებით, როგორებიცაა ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, დიალექტიკური ქცევითი თერაპია, თვალების […]

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება