დავით თარხნიშვილი

დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენციის თემაზე. შემდგომ პოსტსადოქტორო კვლევები განახორციელა ბანგორის უნივერსიტეტში და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა დროს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო […]
ირმა კირთაძე

ირმა კირთაძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია ფსიქიატრის კვალიფიკაციით, შემდეგ კი ერაზმუსისა და ამსტერდამის უნივერსიტეტებში შეისწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და წამალდამოკიდებულების კვლევის მეთოდები. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი. აქვს ნივთიერებებზე დამოკიდებულების დარგში კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და ქცევითი კვლევების მრავალწლიანი გამოცდილება და ოცდაათზე მეტი პუბლიკაციის ავტორი ან თანაავტორია. მიღებული აქვს რამდენიმე […]
თამარ ლეონიძე

ფსიქოლოგი, ადიქციის კვლევების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 2022 წლიდან მუშაობს ფონდში „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“. 2024 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის გუნდის წევრი.
ნინო მახაშვილი

ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და თბილისის ფსიქიატრიის ინსტიტუტი, შემდეგ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს და არის შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელი. პარალელურად, ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის” დირექტორია და მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის სტრუქტურულ გარდაქმნებზე კავკასიის, ცენტრალური აზიის და სხვა ქვეყნებში. […]
მარიამ რაზმაძე

ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ადიქციის კვლევების ინსტიტუტის კოორდინატორი. მისი პროფესიული ინტერესები ეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ასევე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით მოხმარებისა და სხვა ადიქციური ქცევების პრევენციას. იგი არის პრევენციის ევროპული კურიკულუმის ტრენერი, სერტიფიცირებული ევროპის ნარკოტიკების სააგენტოს (European Drug Agency – EUDA) მიერ. 2018 წლიდან არის ფსიქო-სოციალური ცენტრის, კლუბი სინერგიის თანამშრომელი, […]
ჯანა ჯავახიშვილი

ჯანა ჯავახიშვილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, რომლის კვლევითი საქმიანობა ადიქციის, ფსიქოტრავმატოლოგიისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებს მოიცავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელია. არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და ადიქტოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ევროპის ფსიქოტრავმატოლოგიის ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის საკონტაქტო პირი სამხრეთ კავკასიაში. 2019-2021 წლებში ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი […]
ანი ჩუბინიძე

ანი ჩუბინიძე არის გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის, საბავშვო ლიტერატურა, მედია და კულტურა, კურსდამთავრებული. მას ასევე მიღებული აქვს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ის მუშაობს IB MYP პროგრამის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ქართულ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურასა და კულტურას, ტრავმის ლიტერატურის კვლევებს, ომის ლიტერატურას […]
თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილმა 1990 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა და 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყაროს თემაზე. 1998-2014 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხოლო 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს ასწავლიდა კინოს ისტორიას რამდენიმე უნივერსიტეტში, თანამშრომლობდა ბეჭდვით მედიასთან და წარმართავდა საავტორო გადაცემებს რადიოში. 1999-2001 წლებში […]
გოგი გვახარია

1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1987 წელს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული ფილმების სახვითი გადაწყვეტის თემაზე. 1993-94 წლებში დიდროს სტიპენდიით პარიზის „ადამიანის ინსტიტუტში” მუშაობდა კინოს ენისა და ფილმის აღქმის საკითხებზე. 1981 წლიდან პედაგოგად მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. […]
გია ნოდია

გია ნოდიამ 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით და 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია იმავე დარგში. 1980-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, პარალელურად კი 1992 წლიდან ხელმძღვანელობს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს. 2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო, 2006 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. სხვადასხვა დროს კვლევითი […]