ნოდარ ლადარია

ნოდარ ლადარიამ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ბირთვულ კვლევათა გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთი) და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (თბილისი). 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც გარიცხეს 1992 წელს ურჩობისათვის. 1992 წლიდან სწავლობდა პონტიფიკალურ აღმოსავლურ ინსტიტუტში (ვატიკანი), სადაც 1994 წელს მიიღო ლიცენციატის, ხოლო 1996 წელს – დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. […]

თამარ ცოფურაშვილი

თამარ ცოფურაშვილმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია) DAAD-OSI-ის ერთობლივი სტიპენდიის ფარგლებში, შემდეგ კი პოსტ-სადოქტორო კვლევები განახორციელა შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტში და, როგორც მიწვეული მკვლევარი, პარიზის Foundation Maison des Sciences de l’Homme-ში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორია. გამოქვეყნებული აქვს გერმანულენოვანი მონოგრაფია მაისტერ ეკჰარტის შესახებ, სტატიები სამ ენაზე და […]

გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სადაც სწავლის პარალელურად გაცვლითი პროგრამით ზაარლანდის უნივერსიტეტში შეისწავლა ძველი აღმოსავლეთის ისტორია, რელიგიათმცოდნეობა და ფილოსოფია. 2009 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, რასაც წინ უძღოდა DAAD-ის კვლევითი სტიპენდია ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის და შემდეგ ისტორია-ეთნოლოგიის ინსტიტუტებში, ხოლო 2008-2013 […]

გიგა ზედანია

გიგა ზედანიამ 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ნიკოლაუს კუზელი როგორც დიონისე ფსევდო-არეოპაგელის კომენტატორი” (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია). მანამდე ის სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და კულტურის კვლევებს საქართველოში, აშშ-ში, უნგრეთსა და გერმანიაში.  2006 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. ინტერესის სფეროები მოიცავს ფილოსოფიის ისტორიას, ასევე ლიტერატურის, კინოს, განათლებისა და პოლიტიკის ფილოსოფიას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია ქართულ, ინგლისურსა და […]

ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება და 1991 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად. 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციიდან ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელობამდე. შემდგომ წლებში ეკავა ფონდ „ქართუს” დირექტორის, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის და საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობები, სადაც განათლების კომიტეტს და […]

ანდრია როგავა

ანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალიზაციით და 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია შავი ხვრელის აკრეციული დისკის ფიზიკური პროცესების თემაზე. კარიერის განმავლობაში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში და ტურინის უნივერსიტეტში. 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში. 2009 […]

მიშიკო დუმბაძე

ფსიქიატრი, ამჟამად მუშაობს „ამერიკულ ჰოსპიტალში“, თბილისში და რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. ასევე, იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცის  ლაბორატორიის გუნდის წევრი. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს დეპრესიის მკურნალობის ნეირომოდულაციურ მეთოდებს, მათ შორის ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციასა და კეტამინოთერაპიას. გარდა ამისა, არის ფიზიოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიისა და კლინიკური ფსიქიატრიის მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.

თინათინ ჭინჭარაული

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, 2000 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამედიცინო ფსიქოლოგიაში. არის ამერიკის შეერთებული შტატების სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი და კლინიკური ნეიროფსიქოლოგი. 2009-2012 წლებში თსუ-ში ასისტენტ-პროფესორი იყო, 2012 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების […]

ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წელს დააფუძნა საქართველოში პირველი ადრეული ჩარევის პროგრამა, ხოლო 2017 წელს, ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განავითარა და ხელმძღვანელობს ენისა და მეტყველების თერაპიის პირველ სამაგისტრო პროგრამას. მონაწილეობდა ქართულენოვანი ბავშვის ენის ათვისების კორპუსის შექმნაში და აგრძელებს კვლევით საქმიანობას ენის ათვისების ამ მიმართულებით. მუშაობს ადრეული ინკლუზიური განათლების საკითხებზე და […]

ზურა ჯავახიშვილი

2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით, ხოლო 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფრინველთა სეზონური გადაადგილებისა და ფრინველის გრიპის გავრცელების თემაზე. 1997-2006 წლებში მუშაობდა ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრში კონსერვაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მკვლევარი და ლექტორია, 2020 წლიდან კი ეკოლოგიის, კონსერვაციული ბიოლოგიისა და […]

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება