ქეთევან კუპატაძე

ქეთევან კუპატაძემ 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით, შემდეგ კი იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1998-2005 წლებში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში დოცენტის, შემდეგ კი პროფესორის თანამდებობა ეკავა. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს და ამჟამად საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული […]
გიორგი ჯავახიშვილი

1975–1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, ასტრონომიის სპეციალობაზე, ხოლო 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კვლევის თემაზე. 1980 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც 2007–2009 წლებში დირექტორის თანამდებობაც ეკავა. 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკას, მზე-დედამიწის კავშირებს, ვარსკვლავთ გროვებსა და ჯერად სისტემებს, ასტროდინამიკასა […]