იაგორ კალანდაძემ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით. 1990 წელს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სამედიცინო ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, ხოლო 1999 წელს – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიისა და კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში.
1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც ბოლოს ეკავა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2009-2012 წლებში იყო ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამისა და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. აქვს საკონსულტაციო საქმიანობის დიდი გამოცდილება მსოფლიო ბანკთან, გლობალურ ფონდთან და WHO-სთან თანამშრომლობაში. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, მოლეკულურ ბიოლოგიასა და მიკრობიოლოგიას.