ლექციათა ციკლში, რომელსაც წარუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ხაბულიანი, განხილული იქნება ჩვენი მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სხვადსხვა ასპექტი, ყურადღება გამახვილდება ხელოვნების ქმნილებებში გაცხადებულ ეპოქისეულ იდეებსა და კულტურულ ფასეულობებზე. კურსი შეეხება შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ხელოვნებას, რაც წარსულის, თუ მიმდინარე პროცესების უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება.
შუა საუკუნეებში დასახულმა გეზმა, გარკვეულწილად, ახალი დროის ხელოვნების რაობაც განაპირობა. ამდენად, ეს კურსი საშუალებას მოგცემთ გარკვეულწილად დაინახოთ ქართული ხელოვნების ერთიანი სურათი, კულტურული, თუ უფრო ზოგადად, ცივილიზაციური კუთვნილება.
დაწყების თარიღი: 30 მაისი
დრო: შაბათი, 14:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი