კურსი ასტრონომიის ფუნდამენტურ საკითხებს მიმოიხილავს და კოსმოსის უსასრულო ლაბირინთებში გზამკვლევის როლს შეასრულებს. მსმენელი გაეცნობა იმ მეთოდებს, რომლითაც ასტრონომები ზომავენ სამყაროს მასშტაბებს, ასევე, ასტრონომიის ისტორიას და ოპტიკურ ტელესკოპებს. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ვარსკვლავების სასიცოცხლო ციკლი – მათი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, კოსმოსიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეები და მათი რეალური მასშტაბები. დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდება სიცოცხლის ძიების თანამედროვე მეთოდებზე როგორც მზის სისტემაში, ისე ვარსკვლავთშორის სივრცეში. კურსი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის და არ მოითხოვს წინასწარ სპეციალურ მომზადებას.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 14:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი