ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ვირუსები – ნანო ნინძები

გაიცანით უხილავი ნანო-ნინძები, რომლებიც ყოველ წამს ჩვენს უჯრედებთან ბრძოლას აწყობენ! ვირუსები სიცოცხლის არაუჯრედული ფორმებია, არ აქვთ ორგანელები, ვერ ფუნქციონირებენ მასპინძელი უჯრედის გარეშე. ამ კურსზე მსმენელები გაიგებენ: როგორ გამოიყურებიან ვირუსები ნამდვილად (არა ის, რასაც ფილმებში გვაჩვენებენ), რატომ არიან ისინი „ცოცხლები“ თუ „არა-ცოცხლები“? როგორ იპარავენ ვირუსები ჩვენს უჯრედებს და ქმნიან ახალ „ნინძა-ვირუსებს“, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა ამ უხილავ მტრებს, აქვთ თუ არა მათ სუპერ-ძალები? რომელი ვირუსებია ყველაზე საშიში და რატომ? როგორ შეიქმნა და რა არის ვაქცინა, ავიცრათ თუ არ ავიცრათ?

დაწყების თარიღი: 16 მაისი

დრო: შაბათი, 13:00 საათი

შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

ასაკობრივი ჯგუფი

მოზარდები

ხანგრძლივობა

6 კვირა

ღირებულება

225 ლარი

მისამართი

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის სილაბუსი

შეხვედრა 1

კვირა 1 – როგორ გამოიყურებიან ვირუსები?

ნინძას სუპერ-კოსტუმი – კაპსიდები, ვირუსების ანატომია, სისტემატიკა, გენომის სტრუქტურა.

შეხვედრა 2

კვირა 2 – ვირუსები – „ცოცხალი მკვდრები“

სამყაროში არსებობენ არსებები, რომლებიც წესებს არ ემორჩილებიან, მათ „ცოცხალ მკვდრებს“ უწოდებენ; როგორ პოულობენ ვირუსები სამიზნე უჯრედებს და როგორ ატყუებენ მათ დამცავ მექანიზმებს?

შეხვედრა 3

კვირა 3 – ვირუსების გამრავლების გზები

როგორ ახერხებენ ეს ნანო-აგენტები ჩვენი უჯრედების დაცვის სისტემასთან შებრძოლებას „შიგნით“ შეპარვას და ჩვენივე რესურსებით ახალი „ნინძა-არმიების“ შექმნას.

შეხვედრა 4

კვირა 4 – გაიცანით თქვენი სხეულის შინაგანი ჯარი!

როგორ პოულობენ ანტისხეულები და T-უჯრედები უხილავ მტერს? აქვთ თუ არა ვირუსებს სუპერ-ძალები ჩვენი იმუნიტეტის მოსატყუებლად?

შეხვედრა 5

კვირა 5 – რომელი ვირუსებია ყველაზე საშიში და რატომ?

ზოგიერთი ვირუსი „სნაიპერია“ და მასპინძელს მაშინვე კლავს, ზოგიერთი ორგანიზმში დიდი ხნით რჩება – ვირუსების გავრცელების გზები

შეხვედრა 6

კვირა 6 – ვაქცინები

ვაქცინა არ არის წამალი, რომელიც ვირუსს კლავს. ეს არის ერთგვარი „ბიოლოგიური Update“, რომელიც იმუნურ სისტემას ასწავლის, როგორ ამოიცნოს და გაანადგუროს მტერი მანამ, სანამ ის ზიანს მოგაყენებთ.

ლექტორის შესახებ

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

ველები, რომლებიც მონიშნულია *-ით, სავალდებულოა

სასურველ კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

არჩეული კურსი

ვირუსები – ნანო ნინძები

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია