ლიტერატურა

როგორ შევიყვაროთ კითხვა (9-11 წლიანთა ჯგუფი)

კურსი I – 9-11 წლიანთა ჯგუფი

მხატვრული ლიტერატურის კურსი ბავშვებში კითხვის ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ემსახურება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეხვედრებისას წაიკითხავენ საინტერესო და ასაკისათვის შესაფერის ტექსტებს, რომლებშიც შეძლებენ საკუთარი თავის, მეგობრებისა და მათთვის ნაცნობი ყოველდღიური სიტუაციების ამოცნობას.

შეხვედრების განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე და სახალისო ტექსტებს და თამაშით, შემოქმედებითი დავალებებისა და ჯგუფური აქტივობების დახმარებით, ისწავლიან მათ გააზრებასა და განხილვას. ისინი შეძლებენ საკუთარი აზრის მარტივად და თავისუფლად გამოხატვას, მოსმენას და სხვების აზრის პატივისცემას.

დაწყების თარიღი: 5 აპრილი

დრო: კვირა, 12:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

ასაკობრივი ჯგუფი

ბავშვები

ხანგრძლივობა

6 კვირა

ღირებულება

225 ლარი

მისამართი

წიგნის სახლი ,,ლიგამუსი”, ჭავჭავაძის გამზ. №32

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია

კურსის სილაბუსი

შეხვედრა 1

კვირა 1

მოსწავლეები წაიკითხავენ კომიქსს და აღმოაჩენენ, როგორ ყვება ამბავს ერთად ტექსტი და ნახატი. ისინი დააკვირდებიან კადრებს, პერსონაჟების ემოციებსა და დიალოგებს, რომლებიც ამბის დინამიკას ქმნის. შეხვედრის ბოლოს ბავშვები შეეცდებიან საკუთარი მცირე კომიქსის შექმნას და მათთვის საინტერესო პატარა ისტორიის კადრებად გადმოცემას.

შეხვედრა 2

კვირა 2

მონაწილეები წაიკითხავენ საინტერესო მოთხრობას და გაეცნობიან ამ ჟანრის თავისებურებებს. ისინი ისწავლიან, როგორ ვითარდება სიუჟეტი, როგორ იქმნება პერსონაჟები და რა მნიშვნელობა აქვს დასაწყისს, კულმინაციასა და დასასრულს. შეხვედრის ბოლოს ბავშვები იმსჯელებენ წაკითხულზე და თავადაც შეეცდებიან მოკლე მოთხრობის შექმნას.

შეხვედრა 3

კვირა 3

მონაწილეები წაიკითხავენ რომანიდან ამონარიდს და ერთად იმოგზაურებენ ნაწარმოების სამყაროში. ისინი დააკვირდებიან პერსონაჟების გრძნობებსა და არჩევნებს, გამოიცნობენ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ამბავი და საკუთარ იდეებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. შეხვედრა დისკუსიითა და შემოქმედებითი აქტივობით დასრულდება და ბავშვები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდს რომანის დასასრულის შესახებ.

შეხვედრა 4

კვირა 4

მონაწილეები წაიკითხავენ ლექსს და შეიგრძნობენ მისი რიტმისა და რითმის ჟღერადობას. ისინი დააკვირდებიან, როგორ გადმოსცემს პოეტი ემოციებსა და იდეებს სიმბოლოებისა და მხატვრული ხერხების დახმარებით. შეხვედრა დასრულდება შემოქმედებითი აქტივობით და ბავშვები თავადაც შექმნიან მცირე პოეტურ ტექსტს ან დაასურათებენ წაკითხული ლექსის განწყობას.

შეხვედრა 5

კვირა 5

მონაწილეები წაიკითხავენ სურათებიან წიგნს და აღმოაჩენენ, როგორ ავსებენ ერთმანეთს ტექსტი და ილუსტრაცია. ისინი დააკვირდებიან, როგორ გვიყვება ამბავს არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ფერი, დეტალი და პერსონაჟის გამომეტყველება. შეხვედრის ბოლოს ბავშვები შექმნიან საკუთარ მცირე სურათებიან ისტორიას და როგორც სიტყვებით, ისე ნახატით გადმოსცემენ ამბავს.

შეხვედრა 6

კვირა 6

მონაწილეები წაიკითხავენ ზღაპარს და იმოგზაურებენ ჯადოსნურ სამყაროში. ისინი დააკვირდებიან, როგორ ებრძვიან პერსონაჟები სირთულეებს და როგორ იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე. შეხვედრის ბოლოს ბავშვები იმსჯელებენ ზღაპრის მთავარ აზრზე და საკუთარი ფანტაზიით შექმნიან პატარა ზღაპრულ ამბავს.

ლექტორის შესახებ

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

ველები, რომლებიც მონიშნულია *-ით, სავალდებულოა

სასურველ კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

არჩეული კურსი

როგორ შევიყვაროთ კითხვა (9-11 წლიანთა ჯგუფი)

ამ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია