კურსი II – 12-14 წლიანთა ჯგუფი
მხატვრული ლიტერატურის კურსი მოზარდებში კითხვის ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ემსახურება. კურსის ფარგლებში მონაწილეები წაიკითხავენ ასაკისათვის შესაფერის ნაწარმოებებს, რომლებშიც შეძლებენ საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და იმ თანამედროვე გამოწვევების ამოცნობას, რომლებთან გამკლავებაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ტექსტებს, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების დახმარებით შეძლებენ მათ გააზრებას, ინტერპრეტირებასა და შეფასებას. დისკუსიების პროცესში ისინი ისწავლიან საკუთარი აზრის თავდაჯერებულად გამოხატვასა და დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანას.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი
დრო: კვირა, 14:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: ორი საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი