1975–1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, ასტრონომიის სპეციალობაზე, ხოლო 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კვლევის თემაზე.
1980 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც 2007–2009 წლებში დირექტორის თანამდებობაც ეკავა. 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკას, მზე-დედამიწის კავშირებს, ვარსკვლავთ გროვებსა და ჯერად სისტემებს, ასტროდინამიკასა და მზის ფიზიკას.