მხოლოდ ადამიანური – აუტიზმის გადააზრება
კურსი განკუთვნილია აუტიზმის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და აუტიზმის მქონე ადამიანებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის. მისი მიზანია აუტიზმის გააზრება და გადააზრება ბარი პრიზანტის წიგნის – „მხოლოდ ადამიანური“ – მიხედვით. ეს წიგნი აუტიზმთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ რეფლექსიას გვთავაზობს, ყველასთვის გასაგებ ენაზე, მრავალფეროვანი რეალური გამოცდილებების გაზიარების გზით. კურსი ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ შევამციროთ სტრესი გარემოსა და ურთიერთობის ცვლილებით და […]
კავკასიის ეკოსისტემა და ცოცხალი სამყარო – წარმოშობა, მრავალფეროვნება, შესწავლა
კურსის ფარგლებში მსმენელს გავაცნობთ საქართველოს ცოცხალ ბუნებას – როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს ფლორა და ფაუნა გეოლოგიურ წარსულში მეზოზოური ერით დაწყებული და დღევანდელი დღით დამთავრებული, რა კავშირი არსებობს რეგიონის გეოლოგიურ წარსულსა და ეკოსისტემას შორის; როგორ ფუნქციონირებს ეკოსისტემა, რა როლს ასრულებენ მცენარეები, სოკოები, უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები. რამდენად მნიშვნელოვანია სახეობების მრავალფეროვნება ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის; რა მეთოდებს იყენებენ დღეს […]
გლობალური ჯანდაცვა
მსმენელები გაეცნობიან გლობალური ჯანდაცვის ძირითად გამოწვევებს, ინფორმაციას ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების და თანამედროვე ტენდენციების შესახებ, მათ შორის გლობალურ და ლოკალურ (საქართველოს) კონტექსტში. დაწყების თარიღი: 26 აპრილი შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წთ დრო: კვირა, 15:00 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი