კოლექტიური მეხსიერება: ისტორია, საზოგადოება, ნარატივი
როგორ გვახსოვს საერთო წარსული და ვინ ქმნის „ჩვენ-ჯგუფის“ ნარატივებს? კურსი კოლექტიურ მეხსიერებას განიხილავს ისტორიული კონტექსტების, სოციო-კულტურული რეალობებისა და ლიტერატურის პერსპექტივებიდან. მიმოვიხილავთ „მეხსიერების ბუმს“ და იმას, თუ რატომ იქცა კოლექტიური მეხსიერება თანამედროვე სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეხსიერების სხვადასხვა განზომილებას: სოციალურს, ნაციონალურს, კულტურულს, ლიტერატურულს, რეგიონულსა და ტრანსკულტურულ/ტრანსნაციონალურს. ვიმსჯელებთ, როგორ ყალიბდებიან და […]