საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

კურსში მონაწილეობისთვის ვეპატიჟებით ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, გაიგოს მეტი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ადიქციურ ქცევებზე. კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს გაეზრდებათ ცოდნა თანამედროვე მტკიცებულებებსა და მიდგომებზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის დარგში. ასევე, შეეძლებათ უკეთ მართონ და გაიუმჯობესონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კეთილდღეობა. კურსი მოიცავს შვიდ სესიას, რომლებიც მოიცავს თემებს ფსიქიკური ჯანმრთელობის რაობიდან დეპრესიის, შფოთვის და ადიქციების მართვამდე. განსაკუთრებული […]
მხოლოდ ადამიანური – აუტიზმის გადააზრება
კურსი განკუთვნილია აუტიზმის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და აუტიზმის მქონე ადამიანებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის. მისი მიზანია აუტიზმის გააზრება და გადააზრება ბარი პრიზანტის წიგნის – „მხოლოდ ადამიანური“ – მიხედვით. ეს წიგნი აუტიზმთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ რეფლექსიას გვთავაზობს, ყველასთვის გასაგებ ენაზე, მრავალფეროვანი რეალური გამოცდილებების გაზიარების გზით. კურსი ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ შევამციროთ სტრესი გარემოსა და ურთიერთობის ცვლილებით და […]