ლევან ბერძენიშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება და 1991 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად.
1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციიდან ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელობამდე. შემდგომ წლებში ეკავა ფონდ „ქართუს” დირექტორის, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის და საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობები, სადაც განათლების კომიტეტს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. არის რესპუბლიკური პარტიისა და რესპუბლიკური ინსტიტუტის დამფუძნებელი.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კლასიკურ ფილოლოგიას, ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს და მსოფლიო ლიტერატურას.