ე ნ ი გ მ ა (მეცნიერების ამოხსნილი/ამოუხსნელი საიდუმლოებები)

რეალობა სავსეა ენიგმებით – გამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული საგნებით და მოვლენებით. მეცნიერების ისტორია სავსეა ამ საიდუმლოებათა ამოხნის მცდელობებით. ერთ-ერთი მთავარი დილემა რეალურის და მოჩვენებითის ურთიერთგარჩევა და განცალკევებაა. ამ კურსის ფარგლებში შევეხები რამდენიმე ცალკეულ, დიდ თუ პატარა, მეცნიერულ ენიგმას. აღმოვაჩენთ რომ ამ საიდუმლოთა ამოხნა, თუკი ეს ოდესმე მოხდება, მხოლოდ მულტიდისციპლინარული ძალისხმევითაა შესაძლებელი. დაწყების თარიღი: 5 აპრილი დრო: კვირა, 16:00შეხვედრის ხანგრძლივობა: […]
გარემოს ქიმია – მოდული 1: წყალი – „დედამიწის სისხლი“

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი ინფორმირებული იქნება გარემოში მიმდინარე რეალურ და პათოლოგიურ ქიმიურ პროცესებზე, ასევე, გარემოს ძირითად დამაბინძურებლებზე და მათ ქიმიზმზე. მსმენელი შეისწავლის იმ მარტივ ქიმიურ ანალიზებს, რომელთა შესრულებაც სკოლის ლაბორატორიაში ან სახლის პირობებშიც კი შესაძლებელია და გაეცნობა არსებული დამაბინძურებლებისგან თავის დაცვის ელემენტარულ წესებს. პირველი მოდული ეძღვნება ე.წ. „ლურჯ ეკონომიკას“. კურსი მოიცავს ოთხ ლექციას, თითოეული ხანგრძლივობით […]
ვირუსები – ნანო ნინძები
გაიცანით უხილავი ნანო-ნინძები, რომლებიც ყოველ წამს ჩვენს უჯრედებთან ბრძოლას აწყობენ! ვირუსები სიცოცხლის არაუჯრედული ფორმებია, არ აქვთ ორგანელები, ვერ ფუნქციონირებენ მასპინძელი უჯრედის გარეშე. ამ კურსზე მსმენელები გაიგებენ: როგორ გამოიყურებიან ვირუსები ნამდვილად (არა ის, რასაც ფილმებში გვაჩვენებენ), რატომ არიან ისინი „ცოცხლები“ თუ „არა-ცოცხლები“? როგორ იპარავენ ვირუსები ჩვენს უჯრედებს და ქმნიან ახალ „ნინძა-ვირუსებს“, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა […]
კავკასიის ეკოსისტემა და ცოცხალი სამყარო – წარმოშობა, მრავალფეროვნება, შესწავლა
კურსის ფარგლებში მსმენელს გავაცნობთ საქართველოს ცოცხალ ბუნებას – როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს ფლორა და ფაუნა გეოლოგიურ წარსულში მეზოზოური ერით დაწყებული და დღევანდელი დღით დამთავრებული, რა კავშირი არსებობს რეგიონის გეოლოგიურ წარსულსა და ეკოსისტემას შორის; როგორ ფუნქციონირებს ეკოსისტემა, რა როლს ასრულებენ მცენარეები, სოკოები, უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები. რამდენად მნიშვნელოვანია სახეობების მრავალფეროვნება ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის; რა მეთოდებს იყენებენ დღეს […]