კონფლიქტების მართვა და მედიაცია მოზარდებში

კონფლიქტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. ის ხშირად ასოცირდება კამათთან, დაპირისპირებულ ღირებულებებსა და ნეგატიურ ემოციებთან, თუმცა, ამავდროულად, კონფლიქტი განვითარებისა და ზრდის წინაპირობაცაა. თავისთავად, ეს მოვლენა არც ნეგატიურია და არც პოზიტიური — ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მიდგომაზე: აღვიქვამთ მას, როგორც დანგრევის ძალას, თუ როგორც პროგრესის შესაძლებლობას. კონფლიქტების მართვის კომპეტენცია სჭირდება ყველა ადამიანს, მიუხედავად […]

ე ნ ი გ მ ა (მეცნიერების ამოხსნილი/ამოუხსნელი  საიდუმლოებები)

რეალობა სავსეა ენიგმებით – გამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული საგნებით და მოვლენებით. მეცნიერების ისტორია სავსეა ამ საიდუმლოებათა ამოხნის მცდელობებით. ერთ-ერთი მთავარი დილემა რეალურის და მოჩვენებითის ურთიერთგარჩევა და განცალკევებაა. ამ კურსის ფარგლებში შევეხები რამდენიმე ცალკეულ, დიდ თუ პატარა, მეცნიერულ ენიგმას. აღმოვაჩენთ რომ ამ საიდუმლოთა ამოხნა, თუკი ეს ოდესმე მოხდება, მხოლოდ მულტიდისციპლინარული ძალისხმევითაა შესაძლებელი.   დაწყების თარიღი: 5 აპრილი დრო: კვირა, 16:00შეხვედრის ხანგრძლივობა: […]

გარემოს ქიმია – მოდული 1: წყალი – „დედამიწის  სისხლი“

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი ინფორმირებული იქნება გარემოში მიმდინარე რეალურ და პათოლოგიურ ქიმიურ პროცესებზე, ასევე, გარემოს ძირითად დამაბინძურებლებზე და მათ ქიმიზმზე. მსმენელი შეისწავლის იმ მარტივ ქიმიურ ანალიზებს, რომელთა შესრულებაც სკოლის ლაბორატორიაში ან სახლის პირობებშიც კი შესაძლებელია და გაეცნობა არსებული დამაბინძურებლებისგან თავის დაცვის ელემენტარულ წესებს. პირველი მოდული ეძღვნება ე.წ. „ლურჯ ეკონომიკას“. კურსი მოიცავს ოთხ ლექციას, თითოეული ხანგრძლივობით […]

შესავალი  ასტრონომიაში

კურსი ასტრონომიის ფუნდამენტურ საკითხებს მიმოიხილავს და კოსმოსის უსასრულო ლაბირინთებში გზამკვლევის როლს შეასრულებს. მსმენელი გაეცნობა იმ მეთოდებს, რომლითაც ასტრონომები ზომავენ სამყაროს მასშტაბებს, ასევე, ასტრონომიის ისტორიას და ოპტიკურ ტელესკოპებს. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ვარსკვლავების სასიცოცხლო ციკლი – მათი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, კოსმოსიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეები და მათი რეალური მასშტაბები. დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდება სიცოცხლის ძიების თანამედროვე მეთოდებზე […]

ვირუსები – ნანო ნინძები

გაიცანით უხილავი ნანო-ნინძები, რომლებიც ყოველ წამს ჩვენს უჯრედებთან ბრძოლას აწყობენ! ვირუსები სიცოცხლის არაუჯრედული ფორმებია, არ აქვთ ორგანელები, ვერ ფუნქციონირებენ მასპინძელი უჯრედის გარეშე. ამ კურსზე მსმენელები გაიგებენ: როგორ გამოიყურებიან ვირუსები ნამდვილად (არა ის, რასაც ფილმებში გვაჩვენებენ), რატომ არიან ისინი „ცოცხლები“ თუ „არა-ცოცხლები“? როგორ იპარავენ ვირუსები ჩვენს უჯრედებს და ქმნიან ახალ „ნინძა-ვირუსებს“, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა […]

როგორ ვუყუროთ კინოს  (მოზარდებისთვის)

კურსი იმათთვის, ვისაც უყვარს კინო და აქვს უკეთესად დანახვის სურვილი. კინოხელოვნება ხომ ყველა ხელოვნებაზე ზუსტად გამოხატავს სიცოცხლეს. შესაბამისად, ფილმის დეტალებში გარკვევა თვალის თავისებური ვარჯიშია სიცოცხლის  უკეთ დასანახად. კურსი იმათთვის, ვისაც არ უყვარს ცალსახა პასუხები და ყოველთვის ეძებს ალტერნატიული ხედვის წერტილებს ადამიანის, მოვლენის, სამყაროს თუ ისტორიის აღსაქმელად. კინო ხომ ამის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, რაშიც ერთგვარი გზამკვლევი […]

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება