როგორ შევაფასოთ ხელოვნება?

კურსი არის მათთვის, ვისაც სურს შეეძლოს ვიზუალური ხელოვნების ნაწარმოების წაკითხვა და მასზე მსჯელობა; ვისაც სურს გაერკვეს, რატომ არის ხელოვნების ერთი  ნაწარმოები ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე – ნაკლებად. კურსი არის მათთვისაც, ვისთვისაც ხელოვნება არის ბიზნესი და არ სურთ, შეცდნენ. ყველა შეხვედრა დაიწყება ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოების ანალიზით და შეფასებით. დაწყების თარიღი: 17 მაისი დრო: კვირა, 16:00 შეხვედრის […]

როგორ შევიყვაროთ კითხვა (12-14 წლიანთა ჯგუფი)

კურსი II – 12-14 წლიანთა ჯგუფი მხატვრული ლიტერატურის კურსი მოზარდებში კითხვის ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ემსახურება. კურსის ფარგლებში მონაწილეები წაიკითხავენ ასაკისათვის შესაფერის ნაწარმოებებს, რომლებშიც შეძლებენ საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და იმ თანამედროვე გამოწვევების ამოცნობას, რომლებთან გამკლავებაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ტექსტებს, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების დახმარებით შეძლებენ მათ გააზრებას, […]

როგორ ვუყუროთ კინოს (ზრდასრულებისთვის)

კურსი იმათთვის, ვისაც უყვარს კინო და აქვს უკეთესად დანახვის სურვილი. კინოხელოვნება ხომ ყველა ხელოვნებაზე ზუსტად გამოხატავს სიცოცხლეს. შესაბამისად, ფილმის დეტალებში გარკვევა თვალის თავისებური ვარჯიშია სიცოცხლის უკეთ დასანახად. კურსი იმათთვის, ვისაც არ უყვარს ცალსახა პასუხები და ყოველთვის ეძებს ალტერნატიული ხედვის წერტილებს ადამიანის, მოვლენის, სამყაროს თუ ისტორიის აღსაქმელად. კინო ხომ ამის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, რაშიც ერთგვარი გზამკვლევი […]

ვირუსები – ნანო ნინძები

გაიცანით უხილავი ნანო-ნინძები, რომლებიც ყოველ წამს ჩვენს უჯრედებთან ბრძოლას აწყობენ! ვირუსები სიცოცხლის არაუჯრედული ფორმებია, არ აქვთ ორგანელები, ვერ ფუნქციონირებენ მასპინძელი უჯრედის გარეშე. ამ კურსზე მსმენელები გაიგებენ: როგორ გამოიყურებიან ვირუსები ნამდვილად (არა ის, რასაც ფილმებში გვაჩვენებენ), რატომ არიან ისინი „ცოცხლები“ თუ „არა-ცოცხლები“? როგორ იპარავენ ვირუსები ჩვენს უჯრედებს და ქმნიან ახალ „ნინძა-ვირუსებს“, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა […]

კოლექტიური მეხსიერება: ისტორია, საზოგადოება, ნარატივი

როგორ გვახსოვს საერთო წარსული და ვინ ქმნის „ჩვენ-ჯგუფის“ ნარატივებს? კურსი კოლექტიურ მეხსიერებას განიხილავს ისტორიული კონტექსტების, სოციო-კულტურული რეალობებისა და ლიტერატურის პერსპექტივებიდან. მიმოვიხილავთ „მეხსიერების ბუმს“ და იმას, თუ რატომ იქცა კოლექტიური მეხსიერება თანამედროვე სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეხსიერების სხვადასხვა განზომილებას: სოციალურს, ნაციონალურს, კულტურულს, ლიტერატურულს, რეგიონულსა და ტრანსკულტურულ/ტრანსნაციონალურს. ვიმსჯელებთ, როგორ ყალიბდებიან და […]

ქართული ხელოვნება: საზოგადოება, დრო და კონტექსტი

ლექციათა ციკლში, რომელსაც წარუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ხაბულიანი,  განხილული იქნება  ჩვენი მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სხვადსხვა ასპექტი, ყურადღება გამახვილდება ხელოვნების ქმნილებებში გაცხადებულ ეპოქისეულ იდეებსა და კულტურულ ფასეულობებზე. კურსი შეეხება შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ხელოვნებას, რაც წარსულის, თუ მიმდინარე პროცესების უკეთ […]

მხოლოდ ადამიანური – აუტიზმის გადააზრება

კურსი განკუთვნილია აუტიზმის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და აუტიზმის მქონე ადამიანებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის. მისი მიზანია აუტიზმის გააზრება და გადააზრება ბარი პრიზანტის წიგნის – „მხოლოდ ადამიანური“ – მიხედვით. ეს წიგნი აუტიზმთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ რეფლექსიას გვთავაზობს, ყველასთვის გასაგებ ენაზე, მრავალფეროვანი რეალური გამოცდილებების გაზიარების გზით. კურსი ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ შევამციროთ სტრესი გარემოსა და ურთიერთობის ცვლილებით და […]

როგორ შევიყვაროთ კითხვა (9-11 წლიანთა ჯგუფი)

კურსი I – 9-11 წლიანთა ჯგუფი მხატვრული ლიტერატურის კურსი ბავშვებში კითხვის ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ემსახურება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეხვედრებისას წაიკითხავენ საინტერესო და ასაკისათვის შესაფერის ტექსტებს, რომლებშიც შეძლებენ საკუთარი თავის, მეგობრებისა და მათთვის ნაცნობი ყოველდღიური სიტუაციების ამოცნობას. შეხვედრების განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე და სახალისო ტექსტებს და თამაშით, შემოქმედებითი დავალებებისა და ჯგუფური აქტივობების დახმარებით, […]

კავკასიის ეკოსისტემა და ცოცხალი სამყარო – წარმოშობა, მრავალფეროვნება, შესწავლა

კურსის ფარგლებში მსმენელს გავაცნობთ საქართველოს ცოცხალ ბუნებას – როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს ფლორა და ფაუნა გეოლოგიურ წარსულში მეზოზოური ერით დაწყებული და დღევანდელი დღით დამთავრებული, რა კავშირი არსებობს რეგიონის გეოლოგიურ წარსულსა და ეკოსისტემას შორის;  როგორ ფუნქციონირებს ეკოსისტემა, რა როლს ასრულებენ მცენარეები, სოკოები, უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები. რამდენად მნიშვნელოვანია სახეობების მრავალფეროვნება ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის; რა მეთოდებს იყენებენ დღეს […]

გლობალური  ჯანდაცვა

მსმენელები გაეცნობიან გლობალური ჯანდაცვის ძირითად გამოწვევებს, ინფორმაციას ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების და თანამედროვე ტენდენციების შესახებ, მათ შორის გლობალურ და ლოკალურ (საქართველოს) კონტექსტში. დაწყების თარიღი:  26 აპრილი შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წთ დრო: კვირა, 15:00 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი 

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა 

სახაზინო კოდში ჩავწერთ  708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა 

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დანატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება